Dude, where’s my pride?

August 25, 2009

მიუხედავად იმისა, რომ დიდად მორწმუნე ვერ ვარ, თანდათანობით ვხვდები, რატოა ბიბლია ძაან მაგარი წიგნი და რატო გახდა ის ასეთი პოპულარული: იმიტომ, რომ მასში ასახულია თითქმის ყველაფერი ის, რაც ადამიანს შეიძლება მოუვიდეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ფარისევლობაზე შევჩერდეთ.

ყველა ადამიანს რომ ცხოვრების რაღაც ეტაპზე უწევს ფარისევლობა, ეს ისედაც ცხადია და რაღაც პონტში ნორმალურია კიდეც. ამ დედაბნელ ქვეყანაზე სხვანაირად ნაკლებად გამოდის. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც შესული როლიდან ვერაფრით ვერ გამოდიან და საბოლოო ჯამში თვითონაც კი ვერ ხვდებიან, რამდენად სასაცილოა ეს ყველაფერი.

ლაპარაკია მათზე, ვინც ცხოვრებისეულ პრინციპებს ნასკებივით იცვლის რამდენიმე ხანში ერთხელ. ნუ აი როგორ შეიძლება გჯეროდეს ადამიანის, რომელიც, მაგალითად 5 წელი ტვინს გიბურღავდა ლიბერალური ფასეულობებით და ამბებით და შესაბამის სასტავში ჩავარდნის მერე და გარკვეული ვიგოდის მისაღებად გეუბნება, რომ შენ თუ ამ ყველაფრის გჯეროდა და მიიღე, მაშინ დეგენერატი ხარ (ეს ისე, უხეშად, რა თქმა უნდა). ფსიქოლოგებს ამაზე თავისი პასუხი აქვთ (იასნია, მაგათ ყველაფერზე თავისი პასუხი აქვთ): წიპა, მუდმივი ძიება, ჭეშმარიტება და ამბავი. მე რომ მკითხო, ეგ პროსტა უნებისყოფობა, უთავმოყვარეობა და იდიოტიზმია.

რამდენს წავაწყდი უკვე ეგეთს. ხალხი მზად იყო, რომ თავისი აზრის დასამტკიცებლად შუბლი გაეხვრიტა შენთვის და ეხლა თვითონვე უარყოფს იმას, რასაც ამდენი დრო, ენერგია და ნერვები შეალია. მარტივია ეს დედააფეთქებული რა. შენ თუ დარწმუნებული არ ხარ რამეში, მოდი რა, დააყენე, შენც ნუ იშლი ნერვებს და სხვებსაც ნუ უშლი. გაერკვიე შენს თავში და მერე დაიწყე ტვინის ბურღვა. ან მერეც ნუ დაიწყებ. გაერკვიე? გაგიმარჯოს. ბნელებს შეგვეშვი რა.

მე რა, მთელი ცხოვრება ვკაიფობდი ეგეთ ტიპებზე და დარჩენილი ცხოვრებაც ვიკაიფებ. ისევ თქვენთვის ვამბობ, ნუ გახდებით ჩემი და ჩემნაირების დასაცინი. თავმოყვარეობის ამბავია ელემენტარულად.

P.S. გერმანულის კლავიატურის შემქმნელის ახლობლებს ჩემგან მხურვალე სალამი შუბლზე კოცნით.


welcome back!

August 25, 2009

ძალიან დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლოს ბლოგზე რამე დავწერე. ამასობაში საკმაოდ ბევრი რამე შეიცვალა და ამ ყველაფერს თანდათანობით მოგახსენებთ.

დავიწყებ იქიდან, რომ საქართველოში აღარ ვარ. ამიტომ, თუ ვინმეს უზომოდ გენატრებით, დამელოდეთ და ახალ წელს გექნებათ ჩემი ხილვის ბედნიერება. თან აქედან უფრო ასწორებს ქართულ მარაზმებზე საუბარი, ამიტომ მგონი აღარ მოგაწყენთ. მაინც ეხლა მე უკვე პრადვინუტი როჟა ვარ, საზღვარგარეთ და რამე და ჭკუის დარიგების უფლება მაქვს.
ჰოლანდიაში ვარ მოცემულ მომენტში და მინდა აღვნიშნო, რომ ასწორებს. თან ძალიან ასწორებს. ბევრგან ვყოფილვარ, ბევრი სხვადასხვა ქვეყანა მინახავს, მარა ჰოლანდია მაინც სულ სხვაა. ამხელა თავისუფლება მაინც ვერსად ვერ არის. ერთი ის ტეხავს, რომ ზანგებს და ჩინელებს მიაქვთ აქაურობა, მარა ნიჩევო, ყველგან ეგრეა.

ყველაზე ძნელი მაინც ბაითის შოვნა გამოდგა (რომელიც ჯერ კიდევ ვერ ვიშოვე და ფაქტიურად ტროტუარზე მომიწევს ცხოვრება ვინმე პად 40 ინვალიდ ზანგთან ერთად, ესე თუ გაგრძელდა). დანარჩენი ყველაფერი არის. სწავლა უნდა დამწყებოდა და ჯერ არ მეწყება და ვობშემ, enjoying sad beauty of The Hague.

ხოდა ესე. ვინაიდან და რადგანაც სერიოზულად მაქვს გადაწყვეტილი ჩემი ბლოგის აღორძინება ანუ რენესანსი, ვდებ საზეიმო პირობას, რომ ამიერიდან პოსტების ნაკლებობა აღარ იქნება. იმასაც გეტყვით, რომ რას დავწერ და რაზე, მამაღმერთმა იცის მარტო. კონკრეტული მიმართულებით არ წავალ ალბათ.

anyway, მომნატრებია წერა.


თავი I. თვითშეფასება

April 18, 2009

ბოლო სამი დღეა, ფილოსოფიურ რაზმიშლენიებში ვარ ჩაფლული ესე იგი. დაწყებული ბრბოს მართვის ტექნოლოგიებიდან, დამთავრებული თვითშეფასების კონტროლის requirement-ებით, ვიხილავ, ვმსჯელობ და რამე. მოკლედ, უსაქმური კაცის ამბავი ხო იცით.

თუმცა, უნაყოფოდ ამასაც არ ჩაუვლია. ვსმისლე, ისეთი საკითხები წამოიჭრა, რასაც აქამდე არ ვუფიქრდებოდი. მაგალითად, ჩემმა მეგობრებმა დაასკვნეს, რომ პოლიტიკაში უნდა წავიდე იმიტომ, რომ ჩემზე აფერისტი, დემაგოგი და პოპულისტი რთული მოსაძებნია. ნუ, მაგაში რაღაც სიმართლისმაგვარი არის, თუმცა პოლიტიკა ჯერჯერობით არ მევასება და მომავალში ვნახოთ.

ამაზე მერე. ეხლა განვიხილოთ თვითშეფასების ამბავი.

ყველაზე მნიშვნელოვანია, რას ფიქრობ საკუთარ თავზე. აქედან გამომდინარეობს მერე დანარჩენი კოპლექსები, უკომპლექსობა და ცხოვრების სტილი ზოგადად. თვითშეფასება თუ მაღალია, კომპლექსები ძირითადში არ არის, ცხოვრებაც უფრო ადვილია. ოღონდ ეგ თვითშეფასება რეალურთან მიახლოებული მაინც უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში პროსტა სასაცილოა.

საუბედუროდ, ქართველებს ამ ამბავთან ცოტა ნაპრიაგი გვაქვს. ნაწილს თვითშეფასება ძაან ქვემოთ აქვს და არც არაფერს ცდილობს აწევისთვის. სამაგიეროდ, ეს თავისთვის იციან, სხვებს არ ანახებენ. იასნია, აბა რა, მეგობარს/მეზობელს ხო არ ანახებ სისუსტეს, მერე სამყაროს ცენტრი ვეღარ იქნები. უმცირესობას თვითშეფასება მაღალი აქვს და რეალურად უნდა ქონდეს კიდეც, მარა გამოხატვაში ერხევათ. ვერაფრით ვერ დავიდა ამათ ტვინამდე, რომ საკუთარი უპირატესობის წარმოსაჩენად ყველა შემთხვევის გამოყენება is just pathetic. ამას მოყვება ზღვარს გადასული ან/და უნიჭო მარიაჟობა საბოლოო ჯამში სასაცილო სურათს ვიღებთ.

კიდევ ერთ დიდ ნაწილს თვითშეფასება მაღალი აქვს, მარა რატო არ უტყდებათ ეს, ვერ გავიგე. მაგალითად, საშუალოსტატისტიკური ქართველი, რომელიც ობიექტურად მახინჯია უმეტეს შემთხვევაში, იქცევა ისე, თითქოს თვითონ უელსის პრინცი იყოს, საცოლედ შვედეთის პრინცესა ყავდეს და მთელი დანარჩენი მსოფლიო მაგის ღირსი არ იყოს. პირადად მე მაგათ რომ ვუყურებ, სიცილის თავიც კი არ მაქვს. როგორ დავიჯერო, რომ ამ ყველაფრის მართლა ჯერათ, როცა კაცობრიობამ მოიგონა სარკე?

ნუ, რა თქმა უნდა, არის ძაააააალიან მცირერიცხოვანი კატეგორია, რომელსაც თვითშეფასებაც მაღალი აქვთ, იმსახურებენ კიდეც და სხვებიც ობიექტურად აღიარებენ ამას (on some level). ამათ იციან საკუთარი თავის ფასი. იციან, ვინ არიან, რა უნდათ და როგორ მიიღონ ის, რაც უნდათ. ჯიგრები, ვობშემ.

ზოგადად, საკუთარ მაღალ თვითშეფასებას და შესაბამისად სხვაზე უპირატესობას დამტკიცება არ სჭირდება. ეს უნდა ჩანდეს საქციელში, ლაპარაკში, გარეგნობაში, ჩაცმულობაში და ა. შ. თავისთავადია რა. როგორც კი ამის მტკიცებას იწყებ, ზნაჩიტ მთლად ისე არაა, როგორც ცდილობ, რომ აჩვენო.

საინტერესოა ისიც, რომ თვითშეფასებას უცბად შეიძლება დაენძრეს. ერთი ფრაზა, ერთი სიტყვა, საქციელი და ვსიო, თავიდან გაქვს საშენებელი. განსაკუთრებით ტეხავს, როცა ლაბავოი გეუბნებიან, რომ შენი თვითშეფასება რეალურთან მიახლოებულიც კი არაა.

გაგრძელება იქნება…


Abortion

April 16, 2009

ვღელავ. ბევრს და საფუძვლიანად.

თბილისი საკნების, კარვების და კიდე რაღაცეების ქალაქად იქცევა ნელ-ნელა. ნუ, აქციებს აღარ აღვნიშნავ, პრივიჩნი პონტია უკვე. გაგიჟება შეიძლება: აქციების მხრივაც კი ვდეგრადირებთ, თან სტაბილურად. ადრე აქციაზე ლექსები, სიმღერები, ცეკვები და ამბავი იყო, ეხლა კიდე გინების მეტი არაფერი ისმის. მაგარია რა.

აქციები ფეხებზე მკიდია. ცხოვრებაში სულ ერთზე ვიყავი და მეტზე აღარ მივალ ალბათ არასოდეს. ჩემს გარშემო ყველას ჩემნაირი დამოკიდებულება აქვს და მე ეს ძალიან მახარებს.

ვინაიდან და რადგანაც ეგ საკითხი არ გვაღელვებს, სხვა, გაცილებით უფრო ღრმა და მნიშვნელოვან საკითხებზე დისკუსიასაც არ ვერიდებით. ასე მაგალითად, გუშინ, ფეხბურთის დაწყებამდე, სერიოზული ამბავი იყო ჩემს სახლში. ვჩხუბობდი 3 კაცთან იმაზე, მისაღებია თუ არა აბორტი.

პირადად ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია. ანუ არ მიმაჩნია, რომ 1 თვის ნაყოფი უკვე ცოცხალი არსებაა. ძმაკაცი მიმტკიცებდა გუშინ, გინდა თუ არა მკვლელი ხარ, აბორტს თუ აკეთებო. გამაგებინეთ, რანაირად ვარ მკვლელი, თუ საკუთარ ორგანიზმში საკუთარ ორგანოს ოპერაციას ვუკეთებ? სანამ ის ნაყოფი ბავშვის ფორმას არ მიიღებს, გულისცემა არ დაეწყება და ა. შ. მანამდე ის ბავშვი არაა. ყოველ შემთხვევაში, მე ესე ვხედავ ამას.

მეორეს მხრივ, გასაგებია, რომ შემთხვევითობები არსებობს, მაგრამ ზოგადად შეგნებულ ადამიანს აბორტამდე მისვლა არ უნდა დაგჭირდეს. მილიონი საშუალებაა იმისთვის, რომ ეგ თავიდან აიცილო. დედაბნელი, კონტრაცეპცია მაგისთვის მოიგონა კაცობრიობამ ბოლოს და ბოლოს.

ზოგადად, იმათიც მესმის რაღაც პონტში, ვინც ამას მკვლელობად აღიქვამს. რელიგია, მორალი და ამბავი. თუმცა ვერაფრით ვერ მივხვდი, როგორ ადარებენ ერთმანეთს კაცის კვლასა და უჯრედების ამოჭრას. ამება რომ დავბრიდო ეხლა მე, მკვლელი ვარ? მაგ ლოგიკით პრეზერვატივის ხმარება ფაქტიურად გენოციდია. მილიონობით პოტენციურ ბავშვს გუდავ. მსგავსი მაგალითების მოყვანა მილიონის შეიძლება და ლოგიკა აბსოლუტურად ერთნაირია. ძაან მიკვირს, რატომ ვერ ესმით ეს.


მეფე მოკვდა! ერთი იმის დედაც…

April 3, 2009

ქართველები მაგარი ნაროდი ვართ. პური გვინდა ცოტა, სანახაობა – ბევრი. უფრო ზუსტად, სალაპარაკო თუ გვაქვს, პურიც არ გვინდა, ჰაერზე ვიკვებებით.

ყველაზე პოპულარული თემები სალაპარაკოდ პოლიტიკა, სექსი და ფეხბურთია. საინტერესო ისაა, რომ პოლიტიკა აქ არ არის (რაც არის, მაგას პოლიტიკა არ ქვია), სექსიც არ არის (უფრო ზუსტად, არის, პროსტა არ ვაბაზრებთ), ფეხბურთი კიდევ ცოტა იყო და გათავდა. ამ პოსტში უგულვებელვყოფ  პოლიტიკურად ანგაჟირებულ და სექსუალურად დაუკმაყოფილებელ საზოგადოებას და ფეხბურთზე ვიბაასოთ.

ქართული ფეხბურთი რომ მკვდარია, მაგაზე ლაპარაკი არ არის. საწყალი. ხანდახან შთაბეჭდილება მრჩება ხოლმე, რომ ნეკროფილიის მსხვერპლია. ბლიად, გავიგოთ, რომ მკვდარია და ნუღა ვაწვალებთ, ცოდოა უბედური. 28 წელია, რაც მოკვდა. გარდაიცვალა თბილისის აეროპორტში თასების თასის ჩამოტანისას.

მარა ეგ არაა მთავარი. ფეხბურთთანაც ისეთივე დამოკიდებულება გვაქვს, როგორიც ყველაფერ დანარჩენთან. არ გამოგვდის და არც ვეშვებით. ისმის ლოგიკური კითხვა: ვინ დაბრიდა ქართული ფეხბურთი? ჩვენ. თქვენ, მე, კლაუს ტოპმიოლერმა, ნოდარ ახალკაცმა და ა. შ. არ შეიძლება, სტადიონზე საკუთარი ნაკრების ფეხბურთელის დედის გინება. არ შეიძლება ყველაფერზე ბოთლების, დანების და რაღაცეების სროლა. თუ ბალელშიკობა გინდა, ჩაიწერე მანჩესტერის თამაში და ისწავლე რა, რა გახდა. მარა ჩვენ მაგარი როჟები ვართ ტო, ნებისმიერი ჩვენთაგანი კალაძეზე უკეთ ითამაშებდა დაცვაში. იასნია, ეგ ხო სამტრედიელია (!).

მეორეს მხრივ, ეს დედაბნელი, ვერ წარმომიდგენია ფეხბურთელისთვის რატო უნდა იყოს ნაკრებში თამაშზე მნიშვნელოვანი რამე. ბლიად, გაინძერი რა. ან გაიქეცი, ან რამე ქენი. ანეკდოტის არ იყოს, სანამ ვიღაცას ბუჩქი არ ეგონები და არ მოგაფსავს, მანამდე უნდა იდგე? ელემენტარული პასუხისმგებლობის საკითხია.

აქაც იგივეა, რაც ყველა დანარჩენ სერვისში. ტიპებს პასუხისმგებლობის ეშინიათ და თან ფეხზე კიდიათ ნაკრების პრესტიჟი და რამე. ბიჭო, ჟილკა დამანახე და გიჟი ვინ არი, რამე გითხრას? მარა ამათ ტელევიზორიდან უმნი სახეებით დამოძღვრა და ბიზნესების კეთება ურჩევნიათ.

უდონოდ ვფარჩაკდებით და მერე ვიღაცეებს ვაბრალებთ. დამპალი ტოპმიოლერი, უნიჭო კუპერი, ახალკაცის დედა… და რაღაცეები. სირცხვილია, სირცხვილიიი. ერთხელ მაინც რომ ავმდგარიყავით ბალელშიკები და გაგვეპრესა ყველა გასაპრესი, ესე არ იქნებოდა. შიში ოხერი რამეა. თან, პახოდუ, კვიპროსთან წაგება ეროვნული სირცხვილია, ტრენერის და ფეხბურთელების პრობლემა არაა მარტო. რო გვკითხო, მაგარი თავმოყვარეები ვართ, ბლიად.

მოკლედ, ხალხო, ფეხბურთი დღეს მკვდარია. გვაქვს ორი ვარიანტი: ან დავიკიდოთ და დავაყენოთ საფლავში ის უბედური და გადავერთოთ რაგბზე (მაგათ ვენაცვალე, ჯიგრები არიან), ან ავდგეთ და ერთხელ და სამუდამოდ დასაპრესი დავპრესოთ. პოხუიზმით და გინებით არაფერი არ გამოვა.


Fashion show !!!

March 27, 2009

რამდენიმე დღის წინ ჩემდა გასაკვირად Fashion show-ზე აღმოვჩნდი. ეგ დღე თავიდანვე სტრანნად დაიწყო და კიდევ უფრო სტრანნად დამთავრდა, ამიტომ დილიდან დავიწყებ.

სადღაც 1 საათისთვის მაღვიძებს ძმაკაცის ზარი ტექსტით: “კნიაზ, დეფილეზე რა აზრის ხარ?”. ახალგაღვიძებულზე ეგეთ სიტყვებს რომ მეუბნებიან ხოლმე, generally ვიძაბები. რამდენიმე წუთი დაჭირდა იმის გარკვევას, რომ თურმე საღამოს Fashion show-ზე ვართ დაპატიჟებულები. მე, იასნია, გამისწორდა რამდენიმე მიზეზის გამო. ჯერ ერთი, კარგი გოგოების ამბავია და მეორე – არასოდეს ვყოფილვარ აქამდე და მაინტერესებდა.

კაროჩე, ის დღე ვიმოძრავე საქმეებზე, რაღაცეები გავაკეთე, თან მთელი დღე კაი ხასიათზე ვიყავი. თვალწინ Fashion TV და Victoria’s Secret Show მიდგებოდა თავისი ანგელოზებით და აბა როგორ ვიქნებოდი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ნაჩალიჩები საქმეებიდან ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც ნახაზში იყო და მეც გენიალურ ხასიათზე გავემართე ძმაკაცთან შესახვედრადმ რომელსაც მოსაწვევები ჰქონდა.

აქ დადგა ჩემი პირველი შოკის მომენტი. გავიგე, რომ თურმე შოუ Sheraton club-შია. აქამდე ერთხელ ვიყავი მანდ, ისიც უცხოელი ძმაკაცი წავიყვანე ნაშების პონტში. მარა, ნუ, კ ჩორტუ, დედაც ვატირე.

მივედით საბოლოოდ, დავჯექით საპატიო ადგილზე ცენტრში და დეფილეს ლოდინში რამდენიმე რამე მოვასწარით. ვიკაიფეთ დიზაინერზე, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ჩვენს გვერდით იჯდა და ყველაფერი გაიგო (თუმცა, ეგ ბოლოს გავიგეთ და მერე, გამოსყიდვის ამბავში, ძმაკაცმა შეხვევა დაუწყო და შევირიგეთ). გავარკვიეთ, რომ კლუბში მომსახურების პროცენტი შეადგენს 40-ს. ვეღადავეთ ჩვენს მეგობარ მოდელს, რომელმაც იქ დაგვპატიჟა. ტვინი გაგვიბურღეს გვერდზე მჯდომმა ვიღაცეებმა, რომლებიც ძაან მაღალ ხმაზე ღადაობდნენ ცუდად და კიდევ უფრო მაღალ ხმაზე იცინოდნენ. Fashion Show-ც დაიწყო.

პირველი სამი მოდელის შემდეგ მივხვდი რამდენიმე რამეს: 1. ქართული მოდის ბიზნესს პერსპექტივა ვაბშე არ აქვს 2. ქართველი მოდელების 90% საშინლად მახინჯია 3. მე იქ არაფერი მესაქმებოდა. მაგრამ, ვინაიდან და რადგანაც ესთეტიური სიამოვნება გაიმაზა, გადავწყვიტეთ პრაქტიკული საქმეებისთვის მიგვეხედა და ჩვენს მეგობარს ვთხოვეთ, შოუს მერე გოგოები გაეცნო ჩვენთვის.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის, რომ რამდენიმე დიზაინერის ნამუშევრებს აჩვენებდნენ და ცალკეულ შოუებს შორის ცეკვავდა Georgian hip-hop federation (ეგენი ყოფილან, ხმამაღლა და ცუდად რომ ღადაობდნენ). ჯერ ზოგადად რა შუაშია ეგ და დეფილე ერთმანეთთან? და მეორე, არაა ქართველების საქმე ჰიპ-ჰოპი, არ გამოგვდის. მაგას ისევ შალახოს ცეკვა ჯობდა ხორომ.

ასევე გენიალური მომენტი იყო, როცა გავიგეთ, რომ თურმე Sheraton club-ში დისკებს ვერ რთავენ და დიჯეი ბაბინებზე ზის. Welcome to Georgia!

როგორც იქნა, ეს ერთობ სპეციფიური ამბავი დამთავრდა. ჩვენი მეგობარი მოვიდა და თან თავის ორი დაქალიც მოიყვანა. აი, მანდ დავრწმუნდი, რომ მოდელებს წელს ზევით აღარ უნდა შეხედო (იშვიათი შემთხვევების გარდა). ასევე იმაშიც დავრწმუნდი, რომ მაგათ ხმის ამოღებაც აკრძალული უნდა ჰქონდეთ. იტოგში, ნერვები მომეშალა, მაგრამ არ გავიტეხეთ, არც გავუტეხეთ, სადგაც დავჯექით ცოტა ხნით, მერე დავიშალეთ და სახლში წამოვედი მარტო.

მოკლედ, მძიმე სურათია.


რაც ყველაზე ძალიან გიყვართ

March 22, 2009

ვინაიდან და რადგანაც ძალიან მომენატრეთ, ჩემო კეთილო ხალხო, გადავწყვიტე, კიდევ ერთი გენიალური ნაშრომი შემოგთავაზოთ საკუთარი შემოქმედებიდან. ინტერნეტ-პროვაიდერის დედა ვატირე, თორე განსახილველი თემები ოხრადაა.

როგორც ზოგადი სტატისტიკა აჩვენებს, ყველაზე პოპულარული საკითხი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში კვლავ სექსია (დაინტერესებულებმა მოიძიეთ gaatave.com-ის მნახველთა რაოდენობა). ამიტომ მე, როგორც ატიავლენნი პოპულისტი, მასაზე ვიმუშავებ და სხვადასხვა სექსუალურ მიმდინარეობებს შევეხები.

აქედანვე ვაფიქსირებ, რომ პოსტი იქნება იმენნა გურჯული. მიუხედავად იმისა, რომ მაგარი პრადვინუტი როჟა ვარ, ერთი ნაკლი მაინც ყველას აქვს. შესაბამისად, გამონათქვამებს ჩემი პიროვნების შესახებ, როგორიცაა “ჩარჩენილი”, “ფაშისტი”, “უი, უი, ჩემი სიკვდილი” და რაღაცეებს არ ვიღებ. მეტსაც გეტყვით, მკაცრად ვრეაგირებ.

და კიდევ ერთი: კომენტარები მექნება მაქსიმალურად მოკლე. არ მინდა, ავიჭრა.

ტაკს, წავედით:

ჰომოსექსუალიზმი – მეზიზღება, როგორც მოვლენა (დლია ასობო ადარიონნიხ: მათ შორის ლესბიანკებიც). ერთ სქესს შორის სექსი ამაზრზენი რამეა. მაგას თავი დავანებოთ, არაბუნებრივია. დედაბნელი, კაცო რო არ იხმარო, ქალები დაილია? ვერდიქტი: საზოგაოდებისგან იზოლირება. ხო, აქვე ერთიც: მოეშვით, ბლიად, საკუთარი თავებისთვის გეების ძახილს. გეი ელტონ ჯონია, თქვენ პიდარასტები ხართ.

ზოოფილია – ვიცით ხო? ცხოველებთან სექსი და რამე. ერთი ვიდეო ვნახე რატომღაც. ვიღაც ქალი ცხენთან და რამე (თუ პირიქით ითქმება ეგ?). ეგეთი საზიზღარი დაჟე სადო-მაზოც კი არ ყოფილა. ვერდიქტი: ლინჩი და ამბავი.

პედოფილია – ბავშვებთან სექსი. უკომენტაროდ. ვერდიქტი: ლიკვიდაცია ადგილზე, ბეზ ლიშნიხ უსილიი.

გერონტოფილია – მოხუცებთან სექსი. შეიძლება იმ მოხუცს ძალიანაც უსწორდებოდეს, მარა მაინც ავადმყოფობაა. საზოგადოებისთვისაც საშიშია, ტაკ ჩტო ვერდიქტი: სამუდამო პატიმრობა ბეზ პრავა პამილოვანია.

ბისექსუალიზმი – They’re just kidding themselves.

სადო-მაზო – პირადად ჩემთვის მიუღებელია. ზედმეტად ფაქიზი ვარ ტკივილისთვის. ვერდიქტი: ზოგადად რაც უნდათ, ის უქნიათ, ლიშბი აფიშირება არ გაუკეთონ.

ფეტიში – გააჩნია ფეტიშს. რაღაცეები დაჟე მეც მევასება. მეტს აღარ დავკონკრეტდები, ვისაც გაინტერესებთ, ჩემთან განვიხილოთ, სახლში. ვერდიქტი: სანამ ნორმის ფარგლებშია, არა უშავს. მერე საზოგადოებისგან იზოლირება სასწრაფო წესით.

ონანიზმი – ყველაზე პოპულარული ქართული საქმიანობა. თქვენითაც იცით: მისდევს ყველა. ზოგი საფუძვლიანად, ზოგი – არც ისე. ამაზე პროსტა ვერდიქტი არ შეიძლება, რომ იყოს. აბა ონანიზმის გამო კაცს ხო არ დაიჭერ? პროსტა არ დაეტევა 4 მილიონი კაცი არსად. კომენტარზეც აღარ გავგრძელდები, ქვედა პოსტები იხილეთ. იქაც ონანიზმზეა, ოღონდ ცოტა სხვანაირზე.

აქვე კიდე ერთი რამე: ნუ განმსჯით, საბედნიეროდ ჯერ მიმდინარეობად არ ჩამოყალიბებულა (ყოველ შემთხვევაში, იმედი მაქვს), მაგრამ მაინც არსებობს გენიალური ქართული ფენომენი: ანალშვილები. ქალიშვილები, რომლებიც ანალური და ორალური სექსის სპეციალისტები არიან. ვერდიქტი: ცემა ადგილზე დო პოლუსმერტი.

და ა. შ.

ამ პოსტის გაგრძელება უსაზღვროდ შეიძლება, მარა მე მაგას არ ვიზამ. ჯერ ერთი, მეზარება და მეორე – თქვენც დაგეზარებათ წაკითხვა.

ჩემი პირადი ფავორიტი მაინც ჰომოსექსუალიზმია. ვერაფრით ვერ ვხვდები, ამ არსებებს რაღაც უფლებებზე რატომ აქვთ პრეტენზია.

მთავარი ერთი რამეა: ეს ყველაფერი, რაც ზემოთ წერია ფეტიშის გარდა, ავადმყოფობაა. ავადმყოფობას მკურნალობა ესაჭიროება. ზოგ შემთხვევაში პროსტა იზოლირება კმარა, მარა ზოგში – კუზიანს მხოლოდ სამარე თუ გაასწორებს (ვ პრიამომ სმისლე).


The tale of one city. Part two.

February 25, 2009

დლია ასობა ადარიონნიხ: პირდაპირ ამას ნუ წაიკითხავთ, მეორე ნაწილია.

ორფეხა ნიანგები, ბეჰემოთები და სხვა ჯიშის ცხოველები ხო საერთოდ. ჩვენი ტკივილია ტყავის კურტკებთან ერთად.

“ტორტი გირჩევნია თუ კაი ბიჭობა?” თბილისურია. ოღონდ მალალეტკური.

ტონობით მაკიაჟი, დეკოლტე დეესპესავით ტანზე, დეფორმირებები, ულვაშები და შეუსაბამო ჩაცმულობა ზოგადად გოგოების უმრავლესობას ახასიათებს.

ცოტა უფრო პრადვინუტი ტიპები შარდენზე მოძრაობენ. ამათთვის პეროვი ქაჯობაა, რესტორანი – “რომელი საუკუნეა, მამა?”, ღამის კლუბები კაი პონტია, თუ დიჯეი ჩამოყავთ. ამბობენ, რომ არ ევასებათ არაფერი ქართული იმიტომ, რომ ჩამორჩენილობაა. და ეს იმის ფონზე, რომ ყველა მათგანი ტიპიური გურჯია.

შეყვარებულობა – გენიალური თბილისური პონტი. ამოუცნობი ცნება, რომელიც მოიცავს ყველაფერს და არაფერს.

თბილისური მარიაჟობა – მარიაჟობა ყველაფრით. გაქვს, არ გაქვს, მნიშვნელობა არ ენიჭება. იმდენიც კი არ იციან, რომ მარიაჟობასაც ცოდნა უნდა. სავსეა ქალაქი არშემდგარი მარიაჟებით და სნობებით.

ამ ბოლო დროს დეპრესიულობაა მოდაში. თან, იასნია, უპასუხო/იმედგაცრუებული გრძნობების გამო. იმდენად მოდაშია, რომ ზოგიერთებს ცხოვრების წესადაც კი ექცათ.

ნარკომანებს ვერსად ვერ იტანენ. თბილისში ევასებათ. ერთგვარი ბრენდია რა. თუ ნარკომანი ხარ, ოდნავ მოძველბიჭო, დაყენებული მანერებით და ქცევებით, ქალებს ეგრევე ევასები. ევასები რა, პლიუსი გაქვს დანარჩენებთან შედარებით.

თბილისელებმა შებმა არ იციან. ბიჭები ჯერ კიდევ “საათი ხომ არ გაქვს” და “შენი სახელი მესროლე, დაიკო”-ს ვერ გაცდნენ, გოგოები კიდე არც ცდილობენ შებმას. ჰა-ჰა, ერთხელ გაგიღიმოს. თან ისიც მაშინ, როცა 25 დაქალთან ერთად ზის. ბლია, როგორ უნდა დაელაპარაკო ამდენ ხალხში?

თბილისური სექსია ძაან მაგარი. ერთი ყვება, დანარჩენები უსმენენ.

თბილისი ჭორების ქალაქია. ამით ცხოვრობს, სუნთქავს. გლდანში რომ ფეხი დაგიცდეს, ვაკეში ნახევარ საათში იციან. ოღონდ, იასნია, თუ გაჩითული ტიპი ხარ, თორე ისე თბილისის ნაღები საზოგადოების ყურადღების ღირსი ვერ ხდები. სამაგიეროდ, ჟუჟუნა დეიდები ყოველთვის შენს გვერდში არიან.

ესაა ჩემი ქალაქი. აქ ვცხოვრობ. მიყვარს, მეტსაც გეტყვით, ვგიჟდები აქაურობაზე. რიტმს ავყევი. ვკაიფობ ყველაზე და ყველაფერზე. ვცხოვრობ ისე, როგორც ყველა. ვარ ყველასაგან განსხვავებული და, ამავე დროს, ყველას მსგავსი. დავცინი მარიაჟებს, სნობებს, პროვინციალებს, პიზდეც ინტელექტუალებს. ვესაუბრები პუტანკებს და ჟუჟუნა დეიდებს. ვერ ვიტან პიდარასტებს. მაღიზიანებენ ნარკომანები. დავცინი ძველ ბიჭებს, ქალიშვილებს და არაქალიშვილებს. მიყვარს ჩემი საძმაკაცო და საზოგადოების 90%-ზე მაღლა ვდგავარ. სახლში ვარ.


The tale of one city

February 25, 2009

ყველა საზოგადოებას თავისი დამახასიათებელი თვისებები აქვს. ცუდიც, კარგიც. შიგნით საზოგადოებაშიც ყველა წრეს თავისი თვისებები აქვს. თუმცა ეს ყოვლის მომცველი თემაა და სასტავების მუღამების განხილვას არ/ვერ ვაპირებ, ამიტომ თბილისზე, თბილისელებზე და თბილისურ პონტებზე ვისაუბრებ.

წინასწარვე ვაცხადებ, რომ რასაც გავაკრიტიკებ, იმის 90% თვითონ მაქვს ნაკეთები და დაჟე ვაკეთებ კიდეც, ტაკ შტო რიჟა საუბარი “შე სნობო” და რაღაცეები არ გვინდოდეს.

თბილისი მაგარი ქალაქია. იმიტომ არა, რომ აქ დავიბადე, გავიზარდე და ისარი ვისროლე (ისარი რა, უფრო დრინი). არც იმიტომ, რომ დავუშვათ სიცოცხლე ჩქეფს და რამე. არა. თბილისი ეგზოტიკაა. თბილისი ჯუნგლია და ჯუნგლების კანონი მოქმედებს. შეჭამე, თორემ შეგჭამენ. თბილისი მარიაჟების, სნობების, პროვინციალების, ვაჭრების, პუტანკების, მაყუთიანი ბიძერების, პრადვინუტი ინტელექტუალების და თბილისელების ქალაქია.

ბევრჯერ მითქვამს, რომ ვერ ვიტან აქაურობას. მომენტ, რა ასატანია, არა? გართობა არ არის. სიცოცხლე 11-ზე კვდება. ქალები არ არიან. კაცებიც არ არიან. მოკლედ, პიზდეცია რა.

თბილისელები სხვადასხვა ტიპის არსებობენ. არიან კლიენტები, რომლებიც 2 კვირის წინ ჩამოვიდნენ სოფელ შრომიდან, გაისეირნეს სოფელ ბობოყვათიდან 2 კვირის ჩამოსულ გოგოებთან ერთად რუსთაველზე, დალიეს ლაღიძის წყალი და თბილისი 5 თითივით იციან. არიან კლიენტები, რომლებიც ვაკეში დაიბადნენ, გაიზარდნენ. მამიკომ ლენდ კრუიზერზე, რეინჯზე ან ცე კლასზე მოსვა და ქალაქი თავიანთი გონიათ. არიან იდეინი გიჟები, რომლებსაც რაღაც უტოპიების სჯერათ და აქ უნდათ სიცოცხლეში გატარება. ე. წ. პიზდეც ინტელექტუალები. არიან ძველი ბიჭები, მომავლები, ჩმორები, პარაჟენცები, ბოზები, ნარკომანები, ეკლესიურები, ათეისტები, კომპლექსიანები…

ამათ გარდა არსებობს კატეგორია, რომლებიც ამ ყველაფერს გვერდიდან უყურებენ და კაიფობენ. ამათ ყველანაირი მეგობარი ყავთ. ყველას იცნობენ, ეკონტაქტებიან, მეგობრობენ, აბავენ და ა. შ. უყვართ, როცა ყურადღების ცენტრში არიან (ვის არ უყვარს) და როცა ყველა სხვა ამათ მეგობრობას ეძებს და მოპოვებას ცდილობს. მარა ესენი მაგარი როჟები არიან და ყველას თავს არ უყადრებენ. ძირითადი პრინციპია: Be friends with your own kind. All the others are just necessary, so use them.

თბილისური პონტები საღადაო თემაა. თან დიდი.

პირველი, რაც თავში მოგივა, რესტორანია. “მაია მულატკა”, “აფრები”, “ტაშ, ტაშ, ტაშ, ტარამ, ტარამ”, “ქსოვრელები მღერიან” და რამე. რესტორანი ლიტრობით ღვინოს და მერე მთვრალზე ქალებში წასვლასაც ითვალისწინებს. თან, ნი დაი ბოგ, სტუმარი გყავდეს. ჯერ სასმელში უნდა დაახრჩო, და მერე ქალაქის საუკეთესო პუტანკასთან უნდა წაიყვანო. იასნია, შენ იხდი. პატივს ცემ და აბა როგორ.

ბარებში მსხდომი 36 ბიჭი და ერთი გოგო, ან პირიქით. ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო, პროსტა არ ვიცი.

მარტო თბილისში ხდება, რომ გოგო პაემანზე დაქალთან ერთად მიდის. დაქალმა დაბრო თუ არ მიცა, ისე ხო ურთიერთობა ვერ ექნება, რა სისულელეა.

მომსახურე პერსონალის დაბმა შესაძლებელია, მარა რთული. მაგრა უნდა იჩალიჩო.

გვერდზე მაგიდიდან გულდასმით სმენაც თბილისურია. აბა რა, ტო, გაჩითული თუ ხარ, აზრზე უნდა იყო, ქალაქში რა ხდება. თან, ვაიდა, შენს ახლობელზე ამბობდნენ რამეს?

ჟუჟუნა დეიდები ეზოს ბირჟაზე ძაან მაგარია. ეგრევე, 15 წუთში გაგიიასნებენ ვინ ბოზია, ვინ ნარკომანი, ვინ ჩათლახი, ვინ წესიერი და პატიოსანი.

ყველა საკითხზე მსჯელობა თუ არ შეგიძლია, თავს თბილისელს ვერ დაუძახებ. დაწყებული ირანის ბირთვული პროგრამიდან, დამთავრებული ბეთხოვენით და ალექს დელ პიეროთი.

ეკლესიაში სიარული მოდაშია. კვირაში ერთი სანთელი – აბეზალოვკა.

ორფეხა ნიანგები, ბეჰემოთები და სხვა ჯიშის ცხოველები ხო საერთოდ. ჩვენი ტკივილია ტყავის კურტკებთან ერთად.

გაგრძელება იქნება…


February 19, 2009

ბოლო პოსტიდან დღემდე რამდენიმე შენიშვნა მივიღე. ვაკმაყოფილებ რა ამ შენიშვნებს, გადავწყვიტე, პოლიტიკურ და რელიგიურ საკითხებს აღარ შევეხო მანამ, სანამ მე არ შემეხება თვითონ. ამიტომ გავაგრძელებ ისევ ბრწყინვალე ქართული საზოგადოების გარკვეული მხარეების/ქცევების “ანალიზს”.

დავუბრუნდეთ ისევ მილიონჯერ განხილულ და ყველა დაუოჯახებელის და ზოგიერთი დაოჯახებულის პრობლემას: შეყვარებული.

ჯერ სიტყვა: შეყვარებული. ადამიანი, რომელიც შევიყვარე. კაროჩე, სერიოზული რამეა. არადა, 4-5 დღის ურთიერთობის შემდეგ დიდი ცერემონიებით და საკუთარი თავის უზომო კმაყოფილებით ვარქმევთ ერთმანეთს. იასნია, აბა რა, ყველა დანარჩენი ხო გიჟები არიან, ქართველები ვართ მარტო მაგრები.

მარა ეგ არ არის მთავარი. თან, ზოგიერთ შემთხვევაში ერთი ნახვით სიყვარული და დამალული გრძნობები და ამბები მოქმედებს, ტაკ ჩტო ამ ღრმა ფილოსოფიურ პრობლემას მოვეშვები და უფრო მატერიალურზე ვკონცენტრირდები.

ზოგადად უნდა შევიყვანო: ბიჭების რამდენიმე ტიპი არსებობს: სტაბილურები, არასტაბილურები და დამპლები (ნუ, ვსე მუჟჩინი რო სვოლოჩი, ეგეც ავტომატურად იგულისხმება რა თქმა უნდა). სტაბილურები კაი ხალხია. აქვთ ხანგრძლივი ურთიერთობები, ყველა ახალი ჰგონიათ The One, ექცევიან შესაბამისად და ურთიერთობას რომ ენძრევა, ხვდებიან, რომ ღორებს მარგალიტი არ უნდა დაუყარო. თუმცა ხვდებიან ცოტა ხნით და შემდეგთან იქცევიან ისევე, როგორც წინასთან. საბოლოოდ ერთ მართლა მარგალიტს გააძრობენ და ცხოვრების ბოლომდე იცხოვრებენ ერთად ბედნიერად. ვობშემ, მევასება ეგ ხალხი.

არასტაბილურებიც კაი ხალხია. აქვთ ბევრი და ხანმოკლე ურთიერთობა, რომლების უმეტესი ნაწილიც ამათი ინიციატივით მთავრდება. მიზეზები ბევრია: სექსი მობეზრდათ, უსექსობა მობეზრდათ, ზასაობა მობეზრდათ, საქციელი მობეზრდათ, სხვა გაიჩითა, აღარ აინტერესებთ და ა. შ. თუმცა ესენი ძირითადად ისე ამთავრებენ ურთიერთობებს, მეორე მხარე რომ გულნატკენი არ დარჩეს. საბოლოო ჯამში ესეთ ტიპებს “ყურებით იჭერს” ვინმე კარქი მანდილოსანი და ყველა ისევ ბედნიერია.

ამათ გარდა, არსებობენ კიდევ დამპლები. წინასწარვე ვაცხადებ, რომ ეს ჩემი საყვარელი კატეგორიაა. ეჩალიჩებიან ყველაფერს, რაც მოძრაობს. კაიფობენ ყველაფერზე. თვლიან ყველაფერს. და საბოლოო ჯამში იღებენ იმას, რაც უნდათ. მერე რა, რომ მეორე მხარეს ერხევა მორალურად/ფიზიკურად? არც არაფერი. დაერხა, ზნაჩიტ ეგრე იყო საჭირო დიადი მიზნისათვის (რომელიც, როგორც წესი, ოთხკუთხედია და ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მიიღება).

ხო, კინაღამ დამავიწყდა: არსებობენ იღბლიანები, რომლებსაც პირველივე ზახოდზე უმართლებთ. ესენი ყველაზე მაგარი ხალხია, ვინც ცხოვრებაში შემხვედრია.

ეხლა გოგოები. კატეგორიები იგივეა, მუღამები განსხვავებული.

სტაბილურები: ყავდათ 2-3 შეყვარებული. ევასებათ ხელჩაკიდებული სიარული და ტელეფონზე საათობით ბაასი. როგორც წესი, მესამე შეყვარებულს ცოლად მიყვებიან ხოლმე. სექსი ხშირ შემთხვევაში არ აქვთ, ზატო ოხრად პრობლემები აქვთ. აქედან უმეტესობას თვითონ იქმნიან, რომ მერე ნერვები იშალონ (თვით მარიო ჩიმაროსა და ველურ კატასაც კი აქვთ პრობლემები და….), ზოგსაც ოჯახი უქმნით ხოლმე. საბოლოო ჯამში პოულობენ თეთრ ბოტასებზე ამხედრებულ შავ პრინცს, აჩენენ შვილებს და არიან სიტკბოში.

არასტაბილურები: ყავდათ 4 ან მეტი შეყვარებული. ჰგონიათ, რომ ერთობიან. ისიც ჰგონიათ, რომ ნამდვილი სიყვარული რომ გამოჩნდება ჰორიზონტზე, მუხლები მოეკვეთებათ და დაიბნიდებიან ტარიელივით. მანამდე კიდევ რატომ არ უნდა გავერთოთ ვითომ? პრობლემები ნაკლებად აქვთ იმიტომ, რომ თვითონ უყურებენ საკითხს ზედაპირულად. პირველივე პრობლემა დაშორებას იწვევს (აბა ნაღდი სიყვარული რომ იყოს, რატომ შეიქმნებოდა პრობლემა?). სექსი ძირითადად აქვთ ხოლმე. თავს მიიჩნევენ პრადვინუტებად.

დამპლები: შეყვარებულების რაოდენობა განუსაზღვრელია. ესენი ცვეტში ერთობიან. აქვთ ბევრი სექსი, პრობლემები კიდიათ. ბოლოს პოულობენ ვინმე ფულიან ბიძერს, რომელიც მოსვავს პორშე კაიენზე და ყველა დაძვრისას ორგაზმი აქვთ. Whatever. I’m not here to judge.

ხო, ერთი ნახვით სიყვარული და ცხოვრების ბოლომდე ერთგულება აქაც მოსულა. რჩეულთა ხვედრია. და ესენიც ძაან მაგარი ხალხი არიან.

ვობშემ, აჰა თქვენ კატეგორიები. წიპა, ვინ ვართ ჩვენ. დავფიქრდეთ კარგად, იქნება და ნიტო გზა გვაქვს არჩეული და სტილი უნდა შევიცვალოთ?