ქართველები მაგარი ნაროდი ვართ. პური გვინდა ცოტა, სანახაობა – ბევრი. უფრო ზუსტად, სალაპარაკო თუ გვაქვს, პურიც არ გვინდა, ჰაერზე ვიკვებებით.
ყველაზე პოპულარული თემები სალაპარაკოდ პოლიტიკა, სექსი და ფეხბურთია. საინტერესო ისაა, რომ პოლიტიკა აქ არ არის (რაც არის, მაგას პოლიტიკა არ ქვია), სექსიც არ არის (უფრო ზუსტად, არის, პროსტა არ ვაბაზრებთ), ფეხბურთი კიდევ ცოტა იყო და გათავდა. ამ პოსტში უგულვებელვყოფ პოლიტიკურად ანგაჟირებულ და სექსუალურად დაუკმაყოფილებელ საზოგადოებას და ფეხბურთზე ვიბაასოთ.
ქართული ფეხბურთი რომ მკვდარია, მაგაზე ლაპარაკი არ არის. საწყალი. ხანდახან შთაბეჭდილება მრჩება ხოლმე, რომ ნეკროფილიის მსხვერპლია. ბლიად, გავიგოთ, რომ მკვდარია და ნუღა ვაწვალებთ, ცოდოა უბედური. 28 წელია, რაც მოკვდა. გარდაიცვალა თბილისის აეროპორტში თასების თასის ჩამოტანისას.
მარა ეგ არაა მთავარი. ფეხბურთთანაც ისეთივე დამოკიდებულება გვაქვს, როგორიც ყველაფერ დანარჩენთან. არ გამოგვდის და არც ვეშვებით. ისმის ლოგიკური კითხვა: ვინ დაბრიდა ქართული ფეხბურთი? ჩვენ. თქვენ, მე, კლაუს ტოპმიოლერმა, ნოდარ ახალკაცმა და ა. შ. არ შეიძლება, სტადიონზე საკუთარი ნაკრების ფეხბურთელის დედის გინება. არ შეიძლება ყველაფერზე ბოთლების, დანების და რაღაცეების სროლა. თუ ბალელშიკობა გინდა, ჩაიწერე მანჩესტერის თამაში და ისწავლე რა, რა გახდა. მარა ჩვენ მაგარი როჟები ვართ ტო, ნებისმიერი ჩვენთაგანი კალაძეზე უკეთ ითამაშებდა დაცვაში. იასნია, ეგ ხო სამტრედიელია (!).
მეორეს მხრივ, ეს დედაბნელი, ვერ წარმომიდგენია ფეხბურთელისთვის რატო უნდა იყოს ნაკრებში თამაშზე მნიშვნელოვანი რამე. ბლიად, გაინძერი რა. ან გაიქეცი, ან რამე ქენი. ანეკდოტის არ იყოს, სანამ ვიღაცას ბუჩქი არ ეგონები და არ მოგაფსავს, მანამდე უნდა იდგე? ელემენტარული პასუხისმგებლობის საკითხია.
აქაც იგივეა, რაც ყველა დანარჩენ სერვისში. ტიპებს პასუხისმგებლობის ეშინიათ და თან ფეხზე კიდიათ ნაკრების პრესტიჟი და რამე. ბიჭო, ჟილკა დამანახე და გიჟი ვინ არი, რამე გითხრას? მარა ამათ ტელევიზორიდან უმნი სახეებით დამოძღვრა და ბიზნესების კეთება ურჩევნიათ.
უდონოდ ვფარჩაკდებით და მერე ვიღაცეებს ვაბრალებთ. დამპალი ტოპმიოლერი, უნიჭო კუპერი, ახალკაცის დედა… და რაღაცეები. სირცხვილია, სირცხვილიიი. ერთხელ მაინც რომ ავმდგარიყავით ბალელშიკები და გაგვეპრესა ყველა გასაპრესი, ესე არ იქნებოდა. შიში ოხერი რამეა. თან, პახოდუ, კვიპროსთან წაგება ეროვნული სირცხვილია, ტრენერის და ფეხბურთელების პრობლემა არაა მარტო. რო გვკითხო, მაგარი თავმოყვარეები ვართ, ბლიად.
მოკლედ, ხალხო, ფეხბურთი დღეს მკვდარია. გვაქვს ორი ვარიანტი: ან დავიკიდოთ და დავაყენოთ საფლავში ის უბედური და გადავერთოთ რაგბზე (მაგათ ვენაცვალე, ჯიგრები არიან), ან ავდგეთ და ერთხელ და სამუდამოდ დასაპრესი დავპრესოთ. პოხუიზმით და გინებით არაფერი არ გამოვა.
სხვათაშორის მეც დამებადა იგივე კითხვა. რატომ არ ვეშვებით და რატომ ვახარჯავთ ფულს იმას რაც არ გამოგვდის. მაგას არ ჯობია იმას მივხედოთ რაც პერსპექტიულია? ჭიდაობა, რაგბი, ჭადრაკი და ა.შ.
რა გახდა ეს ფეხბურთი რომ ვერ მოვეშვით არ ვიცი!
ნეკროფილიის გახსენებაზე იქნება და მაზოხიზმიც გავიხსენოთ?
რით ვერ დაანებეთ ამ ქართული ფეხბურთის ყურებას თავი…