ბოლო სამი დღეა, ფილოსოფიურ რაზმიშლენიებში ვარ ჩაფლული ესე იგი. დაწყებული ბრბოს მართვის ტექნოლოგიებიდან, დამთავრებული თვითშეფასების კონტროლის requirement-ებით, ვიხილავ, ვმსჯელობ და რამე. მოკლედ, უსაქმური კაცის ამბავი ხო იცით.
თუმცა, უნაყოფოდ ამასაც არ ჩაუვლია. ვსმისლე, ისეთი საკითხები წამოიჭრა, რასაც აქამდე არ ვუფიქრდებოდი. მაგალითად, ჩემმა მეგობრებმა დაასკვნეს, რომ პოლიტიკაში უნდა წავიდე იმიტომ, რომ ჩემზე აფერისტი, დემაგოგი და პოპულისტი რთული მოსაძებნია. ნუ, მაგაში რაღაც სიმართლისმაგვარი არის, თუმცა პოლიტიკა ჯერჯერობით არ მევასება და მომავალში ვნახოთ.
ამაზე მერე. ეხლა განვიხილოთ თვითშეფასების ამბავი.
ყველაზე მნიშვნელოვანია, რას ფიქრობ საკუთარ თავზე. აქედან გამომდინარეობს მერე დანარჩენი კოპლექსები, უკომპლექსობა და ცხოვრების სტილი ზოგადად. თვითშეფასება თუ მაღალია, კომპლექსები ძირითადში არ არის, ცხოვრებაც უფრო ადვილია. ოღონდ ეგ თვითშეფასება რეალურთან მიახლოებული მაინც უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში პროსტა სასაცილოა.
საუბედუროდ, ქართველებს ამ ამბავთან ცოტა ნაპრიაგი გვაქვს. ნაწილს თვითშეფასება ძაან ქვემოთ აქვს და არც არაფერს ცდილობს აწევისთვის. სამაგიეროდ, ეს თავისთვის იციან, სხვებს არ ანახებენ. იასნია, აბა რა, მეგობარს/მეზობელს ხო არ ანახებ სისუსტეს, მერე სამყაროს ცენტრი ვეღარ იქნები. უმცირესობას თვითშეფასება მაღალი აქვს და რეალურად უნდა ქონდეს კიდეც, მარა გამოხატვაში ერხევათ. ვერაფრით ვერ დავიდა ამათ ტვინამდე, რომ საკუთარი უპირატესობის წარმოსაჩენად ყველა შემთხვევის გამოყენება is just pathetic. ამას მოყვება ზღვარს გადასული ან/და უნიჭო მარიაჟობა საბოლოო ჯამში სასაცილო სურათს ვიღებთ.
კიდევ ერთ დიდ ნაწილს თვითშეფასება მაღალი აქვს, მარა რატო არ უტყდებათ ეს, ვერ გავიგე. მაგალითად, საშუალოსტატისტიკური ქართველი, რომელიც ობიექტურად მახინჯია უმეტეს შემთხვევაში, იქცევა ისე, თითქოს თვითონ უელსის პრინცი იყოს, საცოლედ შვედეთის პრინცესა ყავდეს და მთელი დანარჩენი მსოფლიო მაგის ღირსი არ იყოს. პირადად მე მაგათ რომ ვუყურებ, სიცილის თავიც კი არ მაქვს. როგორ დავიჯერო, რომ ამ ყველაფრის მართლა ჯერათ, როცა კაცობრიობამ მოიგონა სარკე?
ნუ, რა თქმა უნდა, არის ძაააააალიან მცირერიცხოვანი კატეგორია, რომელსაც თვითშეფასებაც მაღალი აქვთ, იმსახურებენ კიდეც და სხვებიც ობიექტურად აღიარებენ ამას (on some level). ამათ იციან საკუთარი თავის ფასი. იციან, ვინ არიან, რა უნდათ და როგორ მიიღონ ის, რაც უნდათ. ჯიგრები, ვობშემ.
ზოგადად, საკუთარ მაღალ თვითშეფასებას და შესაბამისად სხვაზე უპირატესობას დამტკიცება არ სჭირდება. ეს უნდა ჩანდეს საქციელში, ლაპარაკში, გარეგნობაში, ჩაცმულობაში და ა. შ. თავისთავადია რა. როგორც კი ამის მტკიცებას იწყებ, ზნაჩიტ მთლად ისე არაა, როგორც ცდილობ, რომ აჩვენო.
საინტერესოა ისიც, რომ თვითშეფასებას უცბად შეიძლება დაენძრეს. ერთი ფრაზა, ერთი სიტყვა, საქციელი და ვსიო, თავიდან გაქვს საშენებელი. განსაკუთრებით ტეხავს, როცა ლაბავოი გეუბნებიან, რომ შენი თვითშეფასება რეალურთან მიახლოებულიც კი არაა.
გაგრძელება იქნება…
l i o l
fakwiurad Renialuriaa
getanxmebi chemo zaza absoluturad kvelapershi, gansakutrebit statistikuri machveneblebi momecona kartvelebis anu chven garegnobaze (nu me ar mexeba ra tkma unda LOL )
xo egetebi vart ” ai Chven Kartvelebiii !!”, “chven esetebi vart! ” da ra dgas am prazis ukan? gaunatlebeli tavi da uintelekto gamometkveleba… da nagvit savse kuchebi, davigale kuchashi imaze chxubit rom nagavi dabla ar dakaron. gul dasackvetia namdvilad (agresiuli deidaaaa !)
me sheni blogebis fani var, anu shenic
:D:D:D
Good luck
x.
გამარჯობა! რატომ შეწყვიტე წერა? სად არის ახალი პოსტები? განაგრძე, ძალიან გთხოვ! შენ ძალიან დიდ რესურსებს ფლობ. ნუ ჩათვლემს შენი ტალანტი.
ძირითადად სინტერესოა, მაგრამ ცოტათი ბარბარიზმებისთვის მიგეხედა, არ იქნებოდა ურიგო.წარმატებები
rac wavikitxe namdvilad didi shtabechdileba datova piradad chemze….aravis ar aqvs tvitshefasebis unari radgan zogadad sazogadoeba gadartulia sxvis gakritikebaze da aviwydebat tavisi tavi aviwydebat is rom am saqcielis gamo tvitonac kritkas imsaxureben
es chemi azria da sxva ar vici……)))