ყველა ზრდასრულმა ადამიანმა ვიცით, რო ჩვენი პიროვნება განისაზღვრება ოჯახით, მეგობრებით და აკრუჟენიით ზოგადად. ჩარჩო იკვრება მოზარდობისას, მერე გადატყდები და ჩარჩოს შევსებაც ნელ-ნელა იწყება. ნუ ეგ ჩემთვის, თორე ზოგიერთები პირდაპირ შევსებული ჩარჩოებით იწყებენ ზრდასრულ ცხოვრებას. მარა მაგ ნაროდზე არაა ეხლა ლაპარაკი: კლინიკური შემთხვევები ცალკე პოსტში.
ესე იგი, ჩემმა გავლილმა ცხოვრებამ სერიოზულ ცინიკოსად ჩამომაყალიბა. ვკაიფობ ყველაზე, ყველაფერზე და ყველგან (ძალიან, ძალიან, ძალიან მცირე გამონაკლისების გარდა). ზოგადად არ მაქვს პრობლემა მაგ მხრივ და დაჟე მეტსაც გეტყვით: ძაანაც მევასება ჩემი ცხოვრებისადმი მიდგომა. ცხადია, რო თვითკმაყოფილი იდიოტის ბაზარს გავს ეხლა ეს ყველაფერი, მარა ვინც მიცნობთ, იცით და ვინც არ მიცნობთ, გაიგებთ, რო ძალიან დამსახურებულად ვარ თვითკმაყოფილი და კიდევ უფრო დამსახურებულად – იდიოტი.
მარა ეგ არ არი მთავარი. მთავარი სხვა რამეა. ჩემი ყველაზე სერიოზული საკაიფო თემა ცხოვრების განმავლობაში იყო, არის და მუდამ იქნება დრამა. მთელი ეს საპნის ოპერის ბაზრები, წიპა მიყვარხარ, ვუყვარვარ, დამენძრა, ვერ ველაპარაკები, ეს ის არაა, შენ რაც გგონია და ა. შ. მიუხედავად ამისა, ბევრჯერ შევეჯახე ცხოვრებაში ამას. ძირითადად შეყვარებულებთან, მარა occasionally მეგობრებთანაც. ეს მოკლე შეხვედრები წარმატებით გადაიჭრა. უმეტესად ღადაობით, ხანდახან კიდე არაკომფორტული ურთიერთობის დასრულებით ადგილზე, მარა გადაიჭრა და დანარჩენი არ მაინტერესებს.
რაღაც პერიოდის მერე მივაღწიე ჩემი ცხოვრების პირველ მორალურ illumination-ს: ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი ზუსტად ის დრამაა, რაზეც მთელი ცხოვრება ვღადაობდი. აი, ქალების სერიალებში რო დვიჟენიებია ხოლმე, რაღაც სიყვარულები და არგამოსვლები და განცდები და ერთი ამბავი, მაგ პონტში გავიჩითე. თან ისე კი არ გავიჩითე, უცბად და მოულოდნელად, არა. დაჟე მე თვითონ შევქმენი ის პონტი, რა პონტზეც სხვებს ვეღადავებოდი. ცალკე თემაა, რო სულ ჰა-ჰა ორმა ადამიანმა იცის ეს დვიჟენია და შესაბამისად, რეპუტაცია შემენახა, მარა მაინც.
დამპალი რამეა ეს დრამა. ერთხელ თუ გაები, დაგენძრა. იმენნა ვეღარ გამოდიხარ და სისულეებს აკეთებ ამის ფონზე. თან ყველაფერს ეხება ცხოვრებაში და ზოგადად საფუძვლიანად გირხევს, რასაც საბოლოო ჯამში რაღაც დასკვნებამდე მიყავხარ, სადაც ხვდები, რო მაგარი ბანძი ვინმე ხარ. საბედნიეროდ, ეგ მე არ მომსვლია რამდენიმე მიზეზის გამო. ჯერ ერთი იმიტო, რო ჩემი დამპალი ჩვევები საფუძვლიანად მიცავენ ამისგან და მეორე – მევასება ჩემი თავი და რა გინდა რო ქნა?
მოკლედ, აზრზე მოსვლის შემდეგ დავადგინე, რო ვდგავარ სერიოზული დილემის წინაშე: ან უნდა შეიცვალოს ჩემი ცხოვრებისადმი მიდგომა ზოგადად იმიტო, რო ქმედუუნაროა არსებული გარემოებების გათვალისწინებით, ან უნდა მივაწვე პირველ ჩვენებას. ხოდა აქვე დაისვა კითხვა: რომელ გზას მივყავარ ტაძრამდე?
პასუხიც მალევე გაიცა: no more drama! მიუხედავად იმისა, რო რაც მოხდა, მოხდა და აწი მაგას ვეღარაფერი შეცვლის, სერიოზული დასკვნების საფუძველიც მომეცა. დაჟე რო ვწერ ვაბშე რამეზე, ეგეც მაგის ამბავია, მარა ეგ იქით იყოს. აქამდე დედამიწის 90% მეკიდა, 9%-ს ბეზაბიდნად ვეღადავებოდი და 1% მევასებოდა. ეხლა ეგ საატნაშენია ცოტა შეიცვალა: 99% მკიდია, 1% მევასება და ეგრეც უნდა იყოს. მთელი ეს სიტუაციები არი დიიიდი მარაზმი. სიცოცხლე ზედმეტად მოკლეა იმისთვის, რო ვიღაც ტიპის გამო გასუქდე. ან ღამე გაატარო ბალიშში თავჩარგულმა. ან დეპრესია დაგემართოს (თუმცა ეს ცოტა სხვა პონტია იმიტო, რო დეპრესიულობა მგონი მოდაშია და მე არ მეუბნებიან).
კაცობრიობამ გააზვიადა, წინა პლანზე დააყენა და გაართულა ისეთი რამეები, რაც იდეაში მოცემულობა უნდა იყოს. კერძოდ: ყველანაირი ურთიერთობა, ზოგადად რო შევხედოთ, არი ძალიან მარტივი რამე. ან გევასება ადამიანი და გაქვს ურთიერთობა, ან არ გევასება და არ გაქვს ურთიერთობა. ვსიო. თუ არ გევასება, ხო ძალიან კარგი. დაამთავრე და გადადი შემდეგზე. თუ გევასება კიდე და თუ იმასაც ევასები, იასნია, დააყენე ურთიერთობა იმ დონეზე, რა დონეზეც ორივეს გისწორდებათ და მორჩი პესნიას. ყველა ბედნიერია. მარა არა, ეგრე მარტივად რატო უნდა გვინდოდეს რამე, ზარმაცები კი არ ვართ. მერე რა, რო მთელი ჩვენი ცხოვრება იმაზე ვფიქრობთ, როგორ არ გავინძრეთ და ყველაფერი გვქონდეს? ეს სხვა რამეა. აბა რა მუღამი აქვს ცხოვრებას, თუ შეყვარებულმა რამე იდიოტიზმი არ ქნა მარტო იმიტო, რო ეგრე გაუსწორდა?
იტოგში, ძაან რო გვიხარია ევოლუციის მაღალ საფეხურზე ყოფნა და ავოე, მაგრად ასწორებს სამყაროში დომინირება და ამბავი, ფაქტი ისაა, რო ავადმყოფურად ვცხოვრობთ. ხელოვნების დონეზე გვყავს აყვანილი საკუთარი თავის განადგურების ტექნოლოგიები (როგორც ფიზიკური, ესე მორალური). და თან ეს ყველაფერი იმის ფონზე, რო პა-ბალშომუ შოტუ, ყველა ეგოცენტრიკები თუ არა, მინიმუმ ეგოისტები ვართ და მთელი ეს სერიალური დვიჟენიები საკუთარ თავს მოვუგონეთ იმიტო, რო რაღაცით ცხოველებისგან განსხვავება გვინდა. და იასნია, რო lifestyle იდეალურია ამისთვის, თორე აბა ტექნოლოგიურ განვითარებაში ხო არ შევეჯიბრებით, სად შეუძლიათ მაგდენი ჰეჰეჰ.
P.S. დლია ასობა ადარიონნიხ: ამ პოსტში ნუ მოძებნით შეთქმულების თეორიას და დამალულ მნიშვნელობებს. წაიკითხეთ ისე, როგორც წერია და რასაც ვგულისხმობ და ნუ გამოიტანთ იდიოტურ დასკვნებს, თორე მერე ისევ ჩემი დასაცინი უნდა გახდეთ და რატო, თორე კი.
formashi xar udavod
your appreciation means the world to me, precious! : )
well, when its complicated, its easy to decide: quit or stay, like or dislike! but when it comes up to simple things OOOOO…thats where the “drama begins” .
p.s.
zogierti mag dramashi poulobs cxovrebis azrs usakmurobis bralia es yvelaperi tore sakme ro kondet vis ecleboda game balishis dasasveleblad?isev politikuri bazaria
)) umushevrobis done unda shemcirdes kveyanashi
))