ჩემს ერთ-ერთ წინა პოსტში პიზდეცინტელექტუალებზე მოგახსენეთ გაკვრით. ეს ის სასტავია, რაღაც იდეების გულისთვის რო იბრძვიან და ეს იდეები რო იდეაში მიუღწეველია. იდეინი გიჟები, რომლებსაც რაღაც უტოპიების სჯერათ და აქ უნდათ სიცოცხლეში გატარება. ეს ხალხი საჭირო და საინტერესო ხალხია, ამიტო ეს პოსტი მათ ეძღვნებათ.
თვითონ ტერმინი “პიზდეც-ინტელექტუალი” ფორუმზე შეიქმნა. ამით ღაძილა სასტავი აღნიშნავს ტიპებს, რომლებსაც რაღაც ღრმა ფილოსოფიური წიაღსვლები აქვთ ხოლმე ხშირად. საბოლოო ჯამში ტერმინი საკაიფოდ დამკვიდრდა და რაღაც ჯგუფი თავის თავს ეძახის დაჟე, რაც თავისთავად სტრანნი მოვლენაა, მარა კაი, კაჟდომუ სვაიო. ეგ არ არი მნიშვნელოვანი.
ეს ხალხი საინტერესო ხალხია. რაღაცეების ჯერათ, ზეამაღლებული ვეშების. მაგალითად, ნაწილს ამერიკან დრიმი ევასება და იღწვის, რო ჯორჯიან დრიმი შექმნას. ნაწილს კომუნიზმი მიაჩნია ერთადერთ გამოსავლად, ნაწილი ვაბშემც ანარქისტია. საინტერესო ის არი, რო ამ სასტავებს პრაქტიკული მხარე, როგორც ესეთი, არ აინტერესებთ. აესე სხედან და ამბობენ, რო მაგალითად კომუნიზმი არი კარგი ამიტო, ამიტო და ამიტო, მარა როგორ უნდა განხორციელდეს კომუნისტური პრინციპები, გაგებაში არ არიან. პახოდუ, შედეგები კიდიათ. ანუ, მიაჩნიათ, რო ვდრუგ რუსთაველზე რო გეი პარადი ჩატარდეს, ვსიო, ეს უკვე ძაან მაგარია. იმ მომენტს, რო ჩემნაირი ტიპი ვინმე ადგება (და ჩვენ ბევრნი ვართ!) და ძალიან კულტურულად მიუთითებს ამ პარადის ორგანიზატორებს ხერხემლიდან სამხრეთით თითის ჩაყოლების კონცეპტს და ამას უეჭველი გართულება მოყვება, ვაბშე არ უშვებენ. რო უთხრა ადამიანურად, აუხსნა, რო კომუნიზმი (მაგალითად) რაც არ უნდა მაგარი იყოს, განუხორციელებელია, შეიძლება ყელი გამოგჭამოს. ნუ თუ არ გამოგჭამს, შენს რეპუტაციას მის თვალში სამუდამოდ დაენძრა და შენ გადაიქცევი ბნელად, მურთაზად, ჯიგიტად, გრუზინად და ა. შ. (ტერმინები კი აქვთ, იცოცხლე, ოხრად).
მთელ ამ ამბავში სამწუხარო ის კი არ არი, რო ესეთი ტიპები არსებობენ და ბაზრობენ. არა. ეგ რაღაც პონტში მაგარი საჭიროა იმიტო, რო ეგეთი გიჟები არიან ძირითადად პროგრესის მამოძრავებელი ძალა. სამწუხარო ის არი, რო ქართველ პიზდეც-ინტელექტუალებს საკუთარი პრინციპების და რიგ შემთხვევებში, საკუთარი ტრაკის დაცვის ტრაკიც კი არ აქვთ (თვალსაჩინოებისთვის გავიხსენოთ ჰელოვინი და საპატრიარქოსთან დაკაჩავებული საზოგადოება). იმაში, რო ამ ტიპების მოღვაწეობა და იდეები ზოგადად შეიძლება მიმზიდველი იყოს, ყველა ვთანხმდებით, მარა, ჯიგრებო, თქვენი ნააზრევები თუ პრაქტიკული მხარდაჭერით არ შეავსეთ, ამის მერეც ნებისმიერ პროტესტის გამოვლენაზე თავ-პირს დაგამტვრევენ წვერიანი და ანაფორიანი ბიძიები და მერე თქვენს შინაგან ან გარეგან აღშფოთებას, შეშფოთებას და ლიბერალის თამაშს მე დავიკიდებ და ვერც გამამტყუნებთ. ძმაოჯან, თუ მაგარი როჟა ხარ და პრეტენზია გაქვს, რო ჩემზე მეტი იცი და ჩემზე პრადვინუტი ხარ, თავში არ უნდა გიტყაპუნებდნენ (თუ, იასნია, მაჰათმა არ ხარ, განდი. მარა ეგეც ვერ გაქაჩავს იმიტო, რო საქართველოში რო განდი ყოფილიყო, 3-ჯერ მოკლავდნენ ცემაში). საქართველოა ეს, სუსტები არ ევასებათ. საშუალოსტატისტიკური ქართველი არ დაუჯერებს მღვდლის ნაცემ წინამძღოლს და ვერც ვერაფერს ეტყვი.
საჭირო ხალი ხართ თქვენ ზოგადად ქვეყნის განვითარების ამბავში და ამიტო ერთ რამეს გეტყვით: იესოს დროს ისრაელის წინააღმდეგობის ფრონტი ორი შტოსგან შედგებოდა: ლევიტები და ზელოტები. ლევიტები იყვნენ პრაპავედნიკი ტიპები, ე. წ. სულიერი ლიდერები (რაღაც პონტში თქვენნაირები), ზელოტები კიდე – ფიზიკური ძალა, რაღაცით ჰიტლერის სა-ს და სს-ის მსგავსი. ამ ორი ძალის საკაიფო კოორდინაციამ საბოლოოდ გამოიწვია ის, რო ლევიტების იდეოლოგიამ (ან რელიგიამ, როგორც გენებოთ) ნი ტო შტო ისრაელში, იმდროინდელი მსოფლიოს უმეტეს ნაწილში გამანადგურებლად გაიმარჯვა ყველანაირი წინააღმდეგობის მიუხედავად.
დასკვნები თვითონ გამოიტანეთ, ჭკვიანი ხალხი ხართ მაინც.
თბილისში ახალი ფილმის “ოცნების ქალაქი” –ს ისეთი პიარი მიდის, რომ კინოთეატრებში უკვე რიგი დგას: “არა მე ვნახო პირველმა და არა მეო”… ეს ბლოგი ამ კინოფილმის რეცენზიად გამოდგებოდა
– ნაის ზაზა ნაის
p.s. ფილმი “ფსევდო თამამ, თავისუფალ თბილისელებზე” მოგვითხრობს.
მართლა? საინტერესოა რამე? ნეტში რომ დაიდება, მერე დავწერ ნაღდ რეცენზიას. ისედაც ვაპირებდი თანამედროვე ქართულ კინემატოგრაფზე ღადაობას და ბარემ მაქედან დავიწყებ მაშინ და “სუბორდინაციით” დავამთავრებ : )