მე რომ ზოგადად ქართული სუფრა მაგრად მევასება, იცით უმეტესობამ. თან ჰოლანდიამ ჩემში პატრიოტი გააღვიძა. ამიტო ეხლა ვზივარ, აიპოდში “კარკუჩით ჩამაიყვანეს” მაქვს ჩართული და სრულ განცხრომაში გადავწყვიტე, 3 პატარა ამბავი მოგიყვეთ.
რამდენიმე დღის წინ გრონინგენში გახლდით. 7 კაცი შევიკრიბეთ და დასასვენებლად დავგაზეთ ერთ-ერთის დაჩაზე. ვინაიდან ამ 7-დან 4 რუსი იყო და ამათ ქართველებთან ნაქეიფარი ქონდათ, რამდენიმე დღე ეროვნულ მოტივებზე გავატარე: მწვადი, მუსიკა, დალევა, ცეკვა და სიმღერა.
მწვადი, მუსიკა და დალევა კი ბატონო, მარა მე რო არც ცეკვა მეხერხება (ჯერჯერობით) და მითუმეტეს არც სიმღერა (ჯერჯერობით), ეგ ყველამ იცის. საბედნიეროდ, ქვეყანაში მაგ დროისათვის ჩემი მგეობრები იყვნენ ჩამოსულები, მოცეკვავეები და ისინიც, იასნია, დავპატიჟეთ. ისე სერიოზულად ვიგრიალეთ ორი დღე, რო ჩამოსვლის მერე უცხოელები მეტზე არაფერზე ბაზრობენ.
თურქეთში ვიყავით ესე 5-6 წლის წინ დიდი ბანდა, ერთი 30 კაცი. სასტუმროში პირველ დღეს ჩავუსხედით სუფთა ქართულად თავის ყველაფრით. იასნია, მაგრად ვხმაურობდით და ვერთობოდით. საბოლოო ჯამში, ვინც ვინმე გაიჩითა იმ რესტორანში, რა ეროვნებისაც არ უნდა ყოფილიყო, ჩვენთან გადმოჯდა საბოლოოდ. ვინმე რო შემოდიოდა და კითხულობდა, აქ რა ხდებაო, პასუხი ერთი იყო – ტამ გრუზინი გულიაიუტ! ხო ვითომ არაფერი, მარა მაგრად მესიამოვნა ეგ მომენტი.
3 წლის წინ, დეკემბერში, კიევში ვიყავი ჩემს მეგობართან დაბადების დღეზე ჩასული. რესტორანში ვიჯექით 16 გოგო და 3 ბიჭი. აქედან ყანწები ჩავუტანე გოგოებს სუვენირებად (უნდოდათ, თორე ჩემი იდეა არ ყოფილა). იტოგში, პირველი მოიტანეს შამპანური და ვისკი, რაზეც მე კატეგორიული პროტესტი გამოვთქვი. მეთქი, თუ დალევაა, დალევა იყოს. ჩემმა მეგობარმა (ვისი დაბადების დღეც იყო), მე გადმომაბარა სუფრა, რაც გინდა და როგორც გინდა, ისე ქენიო. იქვე შევუკვეთე 6 ბოთლი “ალაზნის ველი” (რომელიც საკმაოდ ძლიერი იყო, მარა ფალსიფიცირებული, რაც ეგრევე ეტყობოდა) და ყანწებით შევბერეთ. საბოლოო ჯამში, სადღაც 7-8 ყანწის შემდეგ ის ორი ბიჭი სადღაც მიესვენა გოგოების ნახევართან ერთად. ამ დროს თბილისიდან დამირეკეს, რო ძმაკაცს ბავშვი შეეძინა და იასნია, მაგას ეგრევე ყანწი მოყვა.
ეგ საღამო ცუდად დამთავრდა. ბოლოს დავრჩით მე და ჩემი მეგობარი, რომელმაც გადაიხადა შოტი და ვიჯექით, ველოდებოდით მე ტაქსს, ის – მამამისს. მაგიდაზე ის შეკვეთილი ვისკი დარჩა და ამან, შენთან წაიღე და ხვალ დავლიოთო. მეთქი ბაზარი არაა. გამოვდივართ რესტორნიდან. ორივე უბედური მთვრალები. მე ხელი მაქვს ამაზე გადახვეული, პალტო მაცვია და პალტოს ჯიბეში ვისკის ბოთლი მიდევს high-class ალკოგოლიკივით. და ბედი ხო გინდა, გამოვედით თუ არა, მამამისი კარებში გაიჩითა და ბოთლიც შეამჩნია ჯიბეში. უნდა აღინიშნოს აქვე, რო მაგის მერე ჩემი და იმ გოგოს მეგობრობა სერიოზულ სპადზე წავიდა.
ეს ამბები ერთმანეთის მიყოლებით გამახსენდა და, შესაბამისად, ჩამოსვლის შემდეგ, მესამე დღის გეგმაც ეგრევე შედგა:
დღეს დავიწყებ მცხეთის სალობიეში საკაიფო სუფრით რამდენიმე ძმაკაცთან ერთად. მანდ შევჭამთ და დავგაზავთ აბანოში პივით და არყით, გასახურებლად. აბანოდან, ისევ მოშიებულები ეგრევე ხინკალზე. მერე არჩევა შეიძლება: ან რესტორანი, ან რამე ჯიგრული დასალევი ზავედენია, რო მუღამი არ დაიკარგოს (ზურნა-დუდუკი სასურველია). და ღამე, რა თქმა უნდა, უნდა დამთავრდეს ჭეშმარიტი ქართული სულისკვეთებით: გალეწილი მთვრალები ნატახტარში. და დამაგვირგვინებელი ფაზა მეორე დილას: ტერემოკის პილმენი გასიებული თავის დასაწყნარებლად.
მაგრად მომენატრა თბილისი.
mec menatreba xolme tbilisi

sachmelebi da chemebi
magram xandaxan, roca depresiul ganckobaze var
ara am kacs gipi da meloti tavi unda da namdvili gruzini ikneba mara orive sheudzlebelia
))