Dream town

რამდენიმე ხნის წინ ერთ ჩემს მეგობართან ვდისკუსიობდით თბილისის განვითარების პერსპექტივაზე. წიპა, როგორ და რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ქალაქი, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რაც არსებობს. ამაზე, იასნია, ორივეს საკუთარი იდეები გაგავაჩნდა და საბოლოო ჯამში კომპრომისამდე მივედით.

ჩემის ღრმა რწმენით, საქართველოში აუცილებელია მარიხუანის და პროსტიტუციის ლეგალიზება, რაც თბილისს გადააქცევს მეორე ამსტერდამად. ეხლა რატოა ეს კარგი: სერიოზული ფინანსური სახსრები ბიუჯეტში მოგვცემს საშუალებას, რომ საჭირო თანხები მიიმართოს სოციალური, ეკონომიკური და სამხედრო საკითხებისათვის. საქართველოს გეორგაფიული მდგომარეობა საშუალებას იძლევა, რომ ძალიან ბევრი ტურისტი მივიღოთ წლის განმავლობაში, რაც თავისთავად ცოცხალ ფარს ნიშნავს 24/7 (მარტო ეგ არაა საკმარისი, რუსების გადამკიდე, იასნია, მარა ტრუბებთან და ავტობანთან ერთად საკაიფო კომბინაცია გამოდის). სახელმწიფომ რომ სრულად უნდა აკონტროლოს მარიხუანის პროდუქცია/გაყიდვა, მაგაზე ბაზარი არ არის. არანაირი კერძო ბიზნესები საწყის ეტაპზე ამ დარგში. ბიზნესმენები ჩაეხუტონ პროსტიტუციას. თავიდან ეყოფათ და რაღაც პერიოდის მერე სახელმწიფოს ექნება იმის საშუალება, რომ მარიხუანაც გადაამისამართოს კერძო სექტორზე და გადასახადები ახდევინოს.

ეხლა რაც შეეხება თბილისს:

ძველი თბილისი უნდა გადაკეთდეს მთლიანად ტურისტულ ზონად. არანაირი მანქანები, არანაირი კლუბები, არანაირი რესტორნები (ქართული გაგებით). უნდა დაიტვირთოს “პურპურის” ტიპის კაფეებით, ბაღებით, სასეირნო ადგილებით და coffee shop-ებით. ამჟამინდელი იერსახე უნდა შენარჩუნდეს მაქსიმალურად (თავისთავად, იგულისხმება საჭირო დეკორაციების და სარესტავრაციო სამუშაოების გაკეთება) იმიტომ, რომ მაგარი ეშხი აქვს და უცხოელებში მაგარი პოპულარულია.

შარდენი უნდა დარჩეს ისე, როგორც არის.

რუსთაველი და ჭავჭავაძე უნდა გახდეს შოპინგ-სტრიტი. თან საკაიფოდ უნდა გაკეთდეს, რომ ვაკის პარკიდან თავისუფლებამდე ჯიგრულად ჩატასავდე და გზაში არმანის, გუჩის და ვუტონის მაღაზიებში შეისეირნო. რამდენიმე ლამაზი კაფეც მოუხდება სიტუაციას.

დანარჩენი ვაკე და საბურთალო უნდა გადაკეთდეს ელიტარულ ბიზნეს-უბნად (მანჰეტენის სტილში). ბიზნეს-ცენტრები, სერიოზული კომპანიების ოფისები და ა. შ.

მცირე კულტურული დაწესებულებები (წიპა თეატრები, ჯაზ-კლუბები და ა. შ.) უნდა გადავიდეს მაქსიმალურად ტურისტულ უბნებში (ძველ თბილისში, მაგალითად).

ქალაქიდან უნდა მოშორდეს ყველა სამთავრობო დაწესებულება და გადავიდეს ქუთაისში (მათ შორის პრეზიდენტის რეზიდენციაც. არსებულის ადგილზე რამე საინტერესოს მოფიქრება შეიძლება). ერთი მერია უნდა დარჩეს და დაუბრუნდეს თავის ძველ შენობას იმიტომ, რომ იქ უფრო უხდება ქალაქს.

აუცილებელია მტკვრის ფილტრაცია და ზედ კაფეების, რესტორნების, ტივების, ნავების და რაღაც ეგეთების გაკეთება (ისევ ამსტერდამის სტილში).

სათამაშო ბიზნესი ასევე უნდა მოშორდეს ქალაქს. ზოგადად სასურველია, თუ ქართულ ლას ვეგასს გავაკეთებთ სადმე რეგიონში (წყალტუბო კაი აზრია, მაგალითად).

უნდა მოისპოს მარშუტკები საბოლოოდ და უნდა შეიცვალოს ყვითელი ავტობუსები ადამიანური ავტობუსებით. უნდა მოისპოს ასევე არალიცენზირებული ტაქსები. იდეაში, ტრამვაიც მაგრად გაასწორებს, სადაც ამის შესაძლებლობა იქნება.

რესტორნები დარჩეს იქ, სადაც არის: დიღმის ტრასაზე. ეგ ტრასა ტურისტულ ამბავში მაინც ნაკლებად მნიშვნელოვანია.

მაქსიმალურად ხშირად უნდა მოეწყოს ხოლმე ფესტივალები და მსგავსი მერაპრიაწიები, როგორც ქართულ/ეროვნული, ისე უცხოურ/პოპულარული.

ქალაქის ცენტრი უნდა განთავისუფლდეს მაღალი კორპუსებისგან და დანგრეული სახლებისგან. სანაცვლოდ უნდა ჩადგეს პატარა და ლამაზი სახლები (მაქს. 3 სართული). ყველა სხვა დანარჩენი მოსახლეობა უნდა დაკმაყოფილდეს ბინებით გარეუბნებში (გლდანი, თემქა, ვარკეთილი, სამგორი და ა. შ.).

სასურველია, რომ თსუ და გეპეი გადავიდნენ ასევე ქალაქგარეთ (სადღაც ლისის ტბის მაგვარ ადგილზე). ოღონდ აქ უეჭველი იგულისხმება, რომ ამ უნივერსიტეტებს კამპუსებიც უნდა ჰქონდეთ შესაბამისი.

გარეუბნები ზოგადად უნდა გახდეს საცხოვრებლად ძალიან მიმზიდველი. ეს გაანთავისუფლებს ცენტრს სხვა მიზნებისთვის. ასევე სასურველია, თუ გარკვეული ტიპის ფირმები/კომპანიები/ბიზნესები გადავლენ გარეუბნებში (მაგ. ელიავას ბაზრობა, ოღონდ ცივილიზებული სახით და არა ისე, როგორც ეხლა გამოიყურება). აქვე უნდა იყოს ჰიპერმარკეტები და შოპინგ მოლები.

ვობშემ, მოკლედ რომ ვთქვა, თბილისს აქვს იმის პოტენციალი, რომ გახდეს ევრაზიის ერთ-ერთი ტურისტული ცენტრი. ზემოთ რაც ჩამოვთვალე, ამას გავაკეთებდი მე, საშუალება რომ მქონდეს. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ დეტალებია და რაღაცეები შეიძლება დაემატოს, გამოაკლდეს ან/და შეიცვალოს, მარა იდეა მგონი გასაგებად ჩამოვაყალიბე.

Advertisement

12 Responses to Dream town

  1. Prankster says:

    ხაი ზაზა :)

    წყალტუბო არა
    მარა
    აი მოლასვეგასო სტილში რაიმე ზღვისპირა კურორტის გაკეთება (მაგ. ქობულეთი) გაცილებით უფრო “დეზლე პონტი” იქნება…
    ჯერ მარტო იმიტომ რომ სასომხეთიდან ისედაც ყოველ ზაფხულს არის ტურისტების დიდი ნაკადი და უფრო მეტი ფული ჩაიყრება და + ამას – თურქეთთან არის ძალიან ახლოს (იქ კი ეს ყველაფერი აკრძალულია) და ჩათვალე რომ 24/7 მანდ ხალხი იქნება…

    ხო ნუ
    თბილისზე ხუთივე კიდურით გეთანხმები :)

  2. zbaramidze says:

    მართალი ხარ, პატივცემულო. წყალტუბო იმიტომ ვთქვი, რომ საზღვაო პონტი ისედაც ამოქაჩულია (შედარებით, რა თქმა უნდა) და მაგიტომ აღარ ვიფიქრე. თან მეეჭვება, საჭირო ადგილი იყოს მაგისთვის აჭარაში.
    პერსპექტივაში იდეალურია საზღვაო პონტების აფხაზეთში გადატანა და აჭარაზე პრესის მოკლება. მერე შეიძლება მანდ ბეეეეევრი გასართობი რამეების გაკეთება.
    წყალტუბოს (მაგალითად) კაი მომენტი კიდევ ის აქვს, რომ ამ სათამაშო ქალაქის გამო ვინუჟდენნი ყურადღება მიექცევა ინფრასტრუქტურას რეგიონის უმეტეს ნაწილში.

  3. გემო ვნებიანი იდიოტი says:

    ნაფიქრი კი ჯიგრულადაა ჩამოყალიბებული, მაგრამ…
    საქართველოში მაგ იდეის სრულად განხორციელებას მინიმუმ ბევრი წელი ჭირდება :)
    შენ “ცოტა” გაუსწარი დროს.
    “შენი ნაფიქრი თბილისი”, შოთა, სამოქალაქო საზოგადოების მიერ შექმნილი ჩამოყალიბებული განვითარებული საქართველოს განვითარებული დედაქალაქია. შენც კარგად მოგეხსენება რამდენი გვაშორებს ამ “რაღაცებს”.

  4. dreamar says:

    რამდენიმე პუნქტში გეთანხმები სრულიად:
    ა) აუცილებელია მტკვრის ფილტრაცია
    ბ) უნდა იმართებოდეს სხვადასხვა ფესტივალები
    გ)ყვითელი ავტობუსები უნდა შეიცვალოს ადამიანური ავტობუსებით
    მაგრამ ის, რომ ქალაქის ცენტრის მოსახლეობის მცირე პროცენტი უნდა დარჩეს იქ საცხოვრებლად ლამაზ და პატარა სახლებში, უმრავლესობა კი გარეუბნებში ბინებს დაკმაყოფილდეს – ცოტა არ იყოს დისკრიმინაციულია.

  5. zbaramidze says:

    2გემო ვნებიანი იდიოტი

    შოთა? : ))
    არ არი ეგრე კატეგორიულად საქმე. შესაბამისი ფონის შექმნას სწორი საგარეო პოლიტიკის წარმოების პირობებში 2-3 წელი ეყოფა. ხალხში სერიოზული პიარია საჭირო და გამოგყვება.

    2dreamar

    ვერ ვხედავ რატომაა დისკრიმინაციული. შეგიძლია, ამიხსნა?

  6. გემო ვნებიანი იდიოტი says:

    შემეშალა?
    მე მაპატიე.
    რატო შოთა და: შოთა ლიშთოთა ხინჩაგაშვილს ჰქონდა დადებული და მისი დაწერილი მეგონა.

    1.ამბობ სერიოზული პიარი გაამართლებსო. მარტო პიარით ფონს ვერ გახვალ. იდეის მომხრე უნდა გყავდეს საკმაოდ ბლომად.
    2.არ გეჩვენება რომ შენი ნაფიქრი ეხლანდელი ვითარებისთვის ნაკლებად პრიორიტეტულია? მაგ დონეზე არაა ჯერ განვითარებული საქართველო, ხალხი უნდა იყოს მაგ ცვლილებებისთვის მზად.
    3.რას გულისხმობს სწორი საგარეო პოლიტიკა?

    პ.ს. პილიტიკაში, მით უმეტეს, საგარეო პოლიტიკაში ცვლილებების შეტანა ძალიან რთულია, მით უმეტეს, ისეთი პატარა და ნაკლებად მნიშვნელოვანი ქვეყნის მხრიდან როგორიც საქართველოა.
    პატივისცემით

  7. zbaramidze says:

    2გემო ვნებიანი იდიოტი

    არა, შოთას არ დაუწერია, დააშეარა ეტყობა.
    1. მართალი ხარ, იდეის მომხრეები საჭიროა. მათი მოძებნაც პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს დღევანდელ ახალგაზრდობაში. ვგულისხმობ იმათ, ვისაც თავში ტვინი აქვს და განძრევა არ ეზარება, რა თქმა უნდა. ჩვეულებრივ მოქალაქეებს პიარით ადვილად დააბამ საწყის ეტაპზე და მერე უკვე თვითონაც იგრძნობენ იდეის benefit-ებს.
    2. პირიქით, მიმაჩნია, რომ ზუსტად ეხლანდელ ვითარებაშია საჭირო ესეთი ნაბიჯების გადადგმა. სხვანაირმა მიდგომამ რა მოგვიტანა, კი ვხედავთ უკვე. ხალხს რაც შეეხება: ხალხი არასოდეს არ იქნება განვითარებული საჭირო დონემდე, ძალით თუ არ განავითარე. ხალხს ცვლილების ყოველთვის ეშინია, მათ შორის კარგი ცვლილებებისაც, ამიტომ ან უნდა დააძალო, ან ჯერ კარგად უნდა აუხსნა და დააჯერო.
    3. სწორი საგარეო პოლიტიკა ნიშნავს მსოფლიოს ტოპ იგროკების მინიმალურ ჩაურევლობას შიდა პოლიტიკაშ. ანუ: ერთი მხრივ, მკაცრი პროდასავლური კურსის შენარჩუნება, ევროპასთან და ამერიკასთან ჩახუტება, არსებული ტრუბების მოვლა/დაცვა, თუ რამე დამატებითი ტრუბის შანსი იქნება, იმის დადება. პახოდუ ადამიანის უფლებები, უმცირესობები და სხვა მსგავსი სისულელეები, რომ დასავლეთმა ტვინი არ გაბურღოს. მეორე მხრივ, რუსეთთან ურთიერთობის მაქსიმალური დათბობა, ოფიციალური შეურიგებლობა ტერიტორიული მთლიანობის დარღვევასთან დაკავშირებით და არაოფიციალური (!) პირობა, რომ თუ ის შიდა პოლიტიკაში თავს დაგვანებებს, ჩვენ კონფლიქტურ რეგიონებში ტვინს არ გავუბურღავთ (დო პარი დო ვრემენი, რა თქმა უნდა) და ა. შ. და მესამე მხრივ, სამხედრო ალიანსებზე მუშაობა მაგ. თურქეთთან და აზერბაიჯანთან.

    ეს ყველაფერი მოგვცემს პოსტში აღნიშნულის გაკეთების საშუალებას და ფულის თავდაცვაში და ინფრასტრუქტურაში მიმართვას. გარკვეული პერიოდის მერე უკვე დადგება კონფლიქტური რეგიონების პრობლემის გადაჭრის ამბავი და ქვეყანა მზად იქნება ამისთვის.

  8. გემო ვნებიანი იდიოტი says:

    1 და 2 გასაგებია და ნათელი, პრინციპში მოგვარებადი ამბავია.
    აი რაც შეეხება მე-3-ეს, აქ ცოტა რთულადაა საქმე.
    და რატო?
    ნახე რა ხდება:
    ა)”მკაცრი პროდასავლური კურსის შენარჩუნება”,
    ბ)”რუსეთთან ურთიერთობის მაქსიმალური დათბობა”
    გ)”ოფიციალური შეურიგებლობა ტერიტორიული მთლიანობის დარღვევასთან დაკავშირებით”
    დ)”სამხედრო ალიანსებზე მუშაობა მაგ. თურქეთთან და აზერბაიჯანთან” ალბათ ამაში მოიაზრებ “ნატოსაც”

    ჩემი აზრით, “ა” და “დ” ძალიან წინააღმდეგობაში მოდის
    “გ”-სთან. რუსეთი ურთიერთობის დათბობაზე მხოლოდ გარკვეული პირობების წამოყენების შემთხვევაში რო წამოვა ამაში დარწმუნებული ვარ. ეს პირობა დასავლეთზე უარის თქმა იქნება.

    შეურიგებლობა ტერიტორიული მთლიანობის დარღვევასთანო ხო, მოდი ჩვენთვის ვთქვათ, რეალურად, რა მნიშვნელობა აქვს,
    ვაღიარებთ თუ არა აფხაზეთის დამოუკიდებლობას თუ კი ის ჩვენი აღარასოდეს არ იქნება? არ ვაღიაროთ და არ იყოს საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ამით რა ხეირი? (იასნა არც მიფიქრია ვაღიაროთ მეთქი)

    “ტრუბების მოვლა” – ამაზე ვიღადავე, ჯიგრულად გეწერა :)

  9. j.t. says:

    chveni taoba ki batono mara elder pakalenia damijere magas ver gaigebs isev wamova prazebi tipa asvalti vtamot da a.sh. tak shto magistvis masa unda moamzado jer.ia tak dumaiu.tore ise bazari araa ro warmoidgino sakaipo veshi gamova :)

  10. dreamar says:

    @ zbaramidze დისკრიმინაციულია იმიტომ, რომ რის მიხედვით უნდა გადაწყვეტო ვინ იცხოვრებს ცენტრში პატარა ლამაზ სახლებში და ვინ გარეუბნების კორპუსებში. უთანასწორობა გამოდის: ვიღაც მცირე ჯგუფი ისევ საკუთარ, მშობლიურ ადგილას იცხოვრებს და ვიღაცები კიდე გარეუბნებში უნდა გადავიდნენ.

  11. zbaramidze says:

    2dreamar

    მე არაფერს არ ვწყვეტ, საბაზრო ეკონომიკა წყვეტს : ) მე ვამბობ, რომ უნდა ჩაიდგას იქ პატარა, ლამაზი სახლები იმ კორპუსების მაგივრად, რომლებიც ახლა დგას. ამ სახლებს ფასი ექნება განსხვავებული. ვისაც უნდა, დარჩება ამ სახლში, ვისაც არ უნდა, გამოეყოფა ბინა გარეუბანში. რაა ამაში დისკრიმინაციული?

  12. dreamar says:

    xoda ar mgonia vinmem tavisi nebit datmos sakutari saxli da gadavides gareubanSi.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.