April 29, 2010

ესე იგი, წინა პოსტმა საინტერესო დისკუსიები გამოიწვია როგორც აქ, ისე მეილზე. ძირითადი განსახილველი საკითხი საგარეო პოლიტიკა აღმოჩნდა და გადავწყვიტე, ამ პოსტში ჩამოვაყალიბო, მე როგორ ვხედავ ამ საკითხს.

აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მე ამ საქმის სპეციალისტი არ ვარ და პრეტენზიაც არ მაქვს. რასაც დავწერ, ჩემი ნაფიქრია და თუ ვცდები, მითხარით.

ტაკს, წავედით: საგარეო პოლიტიკას რამდენიმე მიმართულება აქვს ჩვენს შემთხვევაში. ამერიკელებთან და ევროპელებთან საქმის კეთება შედარებით ადვილია. სანამ ჩვენს ტერიტორიაზე მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტრუბები არსებობს და დემოკრატიის პრინციპებს ვინარჩუნებთ მათ დასანახად, ტვინს არ გაგვიბურღავენ. ჰა-ჰა, მაქსიმუმ, კონფლიქტურ რეგიონებზე დაგვატორმუზონ, მარა ამ ეტაპზე სხვა პრასვეტი მაინც არ გვაქვს. თან რაც დრო გადის, მით უფრო დამოკიდებული ხდებიან ევროპელები ჩვენზე, რაც თავისთავად კარგია. საჭირო მომენტში დაჟე რუსეთის მსგავსი პოზიციის დაჭერაც შეიძლება (ანუ პოლიტიკურ მხარდაჭერაზე ზემოქმედება ტრუბების საშუალებით).

ჩვენი მთავარი პრობლემა არის რუსეთი. ეხლა რა ხდება: რუსეთს ვ დანნი მომენტ რამდენიმე დასაყრდენი აქვს სიტუაციის არევისათვის ქვეყანაში. ესენია: 1. ღია პოლიტიკური განცხადებები და სანქციები (მაგ. ბაზრის დაკეტვა, საჰაერო სივრცის დაკეტვა და ა. შ.).  2. მეხუთე კოლონა ქვეყნის შიგნით 3. მაგათი სამხედრო ბაზები მთელი საქართველოს გარშემო. 1-ს და 3-ს ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ ვუზამთ, მაგრამ მეორე პრობლემა აუცილებლად უნდა გადაიჭრას და რაც შეიძლება მალე.

ამას მე ასე ვხედავ: უნდა დაიჭირონ ყველა, ვინც ატარებს რუსულ ინტერესებს საქართველოში. ოღონდ ეს უნდა მოხდეს უცბად, სანამ ევროპა აყვირდება ადამიანის უფლებების დაცვაზე (თუმცა, ეჭვი მეპარება, მონდომების შემთხვევაში საკაიფო საქმეები ვერ შეიკეროს თითოეულ მათგანზე). ამით რუსეთს ერთ სავაჭრო თემას მოუსპობ. ამას გარდა, სამხედრო ჩარევის თავიდან აცილება შეიძლება ტრუბებით და ტურისტებით. რუსეთის გამო რომ საქართველოში ერთი უცხოელი მოქალაქე დაიღუპოს ან რომელიმე ტრუბას რამე მოუვიდეს, არ აპატიებენ, შანსი არ არის. თან, არაოფიციალურად უნდა შევთანხმდეთ რუსეთთან, რომ ნატოს ვიკიდებთ და ვჩალიჩობთ მარტო ევროკავშირზე (ამ ეტაპზე ნატო რამდენად გვაწყობს, კაცმა არ იცის. თუ გავწევრიანდით, ტერიტორიებს ვეღარასდროს ვეღარ დავიბრუნებთ). კიდევ, მაგალითად, შეიძლება არაოფიციალური შეთანხმება იმაზე, რომ კონფლიქტურ რეგიონებში ტვინს არ გავუბურღავთ, თუ ისინი შიდა პოლიტიკაში არ ჩაერევიან. იტოგში, რუსებთან საქმის კეთება შეიძლება იმაზე ადვილი აღმოჩნდეს, ვიდრე ჩვენ გვგონია, მიდგომა უნდა სწორი. ეს არანაირად არ ნიშნავს რუსულ ორბიტაზე დაბრუნებას ოღონდ. ვიმეორებ: მთელი ეს სქემა დროის მოგების მომენტია და მეტი არაფერი იქამდე, სანამ იმის თავი და პოლიტიკური ვითარება არ გვექნება, რომ სამხედრო გზით დავიბრუნოთ დასაბრუნებელი.

რუსებთან მიმართებაში შეიძლება ასევე სომხების გამოყენება, რომლებიც საკმაოდ არიან ჩვენზე დამოკიდებული, სომხური ლობი კი მაგარი ძლიერია რუსეთში ებრაელებთან ერთად. შესაბამისად, თუ შეაშინებ სომხეთს, რუსეთი რაღაცეებს დაგითმობს მაგათი ხათრით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სომხეთზე ზემოქმედებისათვის უეჭველად უნდა გადაიჭრას ჯავახეთის სიტუაცია. მე მანდ თურქ მესხებს ჩავასახლებდი, როგორც ადრეც აპირებდნენ, მარა მერე შეწყდა რატომღაც პროცესი.

ვინაიდან და რადგანაც ნატო უნდა დავიკიდოთ პა-ლუბომუ (რომც არ დავიკიდოთ, არ გვიღებენ და ჰა), საჭიროა რაღაც დასაყრდენი გვქონდეს კიდე, რეალური, თორე ამათი აღშფოთება/დაგმობებით შორს ვერ გავფრინდებით. მე ვფიქრობ, რომ მთავარი კონცენტრაცია უნდა მოხდეს თურქეთთან და აზერბაიჯანთან დაახლოებაზე. თურქეთს ევროკავშირში არასდროს არ მიიღებენ და ამის ფონზე მალე ალბათ ნატოდანაც გამოვა, რაც ნიშნავს კიდევ ერთ ძალიან სერიოზულ დამოუკიდებელ იგროკს მსოფლიო გეოპოლიტიკაში. თურქეთი და აზერბაიჯანი ბუნებრივი მოკავშირეები არიან ერთმანეთის და ორივეს გააჩნია ინტერესები რეგიონში. თან მაგათი ინტერესები არ მგონია, რომ ჩვენსას ეწინააღმდეგებოდეს რამეში. მე ვფიქრობ, რომ მანდ შეიძლება მუშაობა სამხედრო ალიანსზე, რომელიც პერსპექტივაში მიმართული იქნება სომხეთის და ჩვენი კონფლიქტური რეგიონების წინააღმდეგ.

და ბოლოს: ცალსახად გამორიცხულია რომელიმე ჩვენი დაკარგული ტერიტორიის დაკიდება. მთელი პატრიოტული და ამაყი ბაილამუტი რომ გვერდზე გადავდოთ, ორივე რეგიონი ზემნიშვნელოვანი ჩვენთვის. სამაჩაბლო ვეჩნი კრაზანების ბუდე იქნება და ტვინის ბურღვას არ მოეშვებიან ეგენი. აფხაზეთს კიდევ უდიდესი ტურისტული პოტენციალი გააჩნია, რაც ჩვენს შემთხვევაში ძალიან ძალიან მნიშვნელოვანია.


Dream town

April 27, 2010

რამდენიმე ხნის წინ ერთ ჩემს მეგობართან ვდისკუსიობდით თბილისის განვითარების პერსპექტივაზე. წიპა, როგორ და რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ქალაქი, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რაც არსებობს. ამაზე, იასნია, ორივეს საკუთარი იდეები გაგავაჩნდა და საბოლოო ჯამში კომპრომისამდე მივედით.

ჩემის ღრმა რწმენით, საქართველოში აუცილებელია მარიხუანის და პროსტიტუციის ლეგალიზება, რაც თბილისს გადააქცევს მეორე ამსტერდამად. ეხლა რატოა ეს კარგი: სერიოზული ფინანსური სახსრები ბიუჯეტში მოგვცემს საშუალებას, რომ საჭირო თანხები მიიმართოს სოციალური, ეკონომიკური და სამხედრო საკითხებისათვის. საქართველოს გეორგაფიული მდგომარეობა საშუალებას იძლევა, რომ ძალიან ბევრი ტურისტი მივიღოთ წლის განმავლობაში, რაც თავისთავად ცოცხალ ფარს ნიშნავს 24/7 (მარტო ეგ არაა საკმარისი, რუსების გადამკიდე, იასნია, მარა ტრუბებთან და ავტობანთან ერთად საკაიფო კომბინაცია გამოდის). სახელმწიფომ რომ სრულად უნდა აკონტროლოს მარიხუანის პროდუქცია/გაყიდვა, მაგაზე ბაზარი არ არის. არანაირი კერძო ბიზნესები საწყის ეტაპზე ამ დარგში. ბიზნესმენები ჩაეხუტონ პროსტიტუციას. თავიდან ეყოფათ და რაღაც პერიოდის მერე სახელმწიფოს ექნება იმის საშუალება, რომ მარიხუანაც გადაამისამართოს კერძო სექტორზე და გადასახადები ახდევინოს.

ეხლა რაც შეეხება თბილისს:

ძველი თბილისი უნდა გადაკეთდეს მთლიანად ტურისტულ ზონად. არანაირი მანქანები, არანაირი კლუბები, არანაირი რესტორნები (ქართული გაგებით). უნდა დაიტვირთოს “პურპურის” ტიპის კაფეებით, ბაღებით, სასეირნო ადგილებით და coffee shop-ებით. ამჟამინდელი იერსახე უნდა შენარჩუნდეს მაქსიმალურად (თავისთავად, იგულისხმება საჭირო დეკორაციების და სარესტავრაციო სამუშაოების გაკეთება) იმიტომ, რომ მაგარი ეშხი აქვს და უცხოელებში მაგარი პოპულარულია.

შარდენი უნდა დარჩეს ისე, როგორც არის.

რუსთაველი და ჭავჭავაძე უნდა გახდეს შოპინგ-სტრიტი. თან საკაიფოდ უნდა გაკეთდეს, რომ ვაკის პარკიდან თავისუფლებამდე ჯიგრულად ჩატასავდე და გზაში არმანის, გუჩის და ვუტონის მაღაზიებში შეისეირნო. რამდენიმე ლამაზი კაფეც მოუხდება სიტუაციას.

დანარჩენი ვაკე და საბურთალო უნდა გადაკეთდეს ელიტარულ ბიზნეს-უბნად (მანჰეტენის სტილში). ბიზნეს-ცენტრები, სერიოზული კომპანიების ოფისები და ა. შ.

მცირე კულტურული დაწესებულებები (წიპა თეატრები, ჯაზ-კლუბები და ა. შ.) უნდა გადავიდეს მაქსიმალურად ტურისტულ უბნებში (ძველ თბილისში, მაგალითად).

ქალაქიდან უნდა მოშორდეს ყველა სამთავრობო დაწესებულება და გადავიდეს ქუთაისში (მათ შორის პრეზიდენტის რეზიდენციაც. არსებულის ადგილზე რამე საინტერესოს მოფიქრება შეიძლება). ერთი მერია უნდა დარჩეს და დაუბრუნდეს თავის ძველ შენობას იმიტომ, რომ იქ უფრო უხდება ქალაქს.

აუცილებელია მტკვრის ფილტრაცია და ზედ კაფეების, რესტორნების, ტივების, ნავების და რაღაც ეგეთების გაკეთება (ისევ ამსტერდამის სტილში).

სათამაშო ბიზნესი ასევე უნდა მოშორდეს ქალაქს. ზოგადად სასურველია, თუ ქართულ ლას ვეგასს გავაკეთებთ სადმე რეგიონში (წყალტუბო კაი აზრია, მაგალითად).

უნდა მოისპოს მარშუტკები საბოლოოდ და უნდა შეიცვალოს ყვითელი ავტობუსები ადამიანური ავტობუსებით. უნდა მოისპოს ასევე არალიცენზირებული ტაქსები. იდეაში, ტრამვაიც მაგრად გაასწორებს, სადაც ამის შესაძლებლობა იქნება.

რესტორნები დარჩეს იქ, სადაც არის: დიღმის ტრასაზე. ეგ ტრასა ტურისტულ ამბავში მაინც ნაკლებად მნიშვნელოვანია.

მაქსიმალურად ხშირად უნდა მოეწყოს ხოლმე ფესტივალები და მსგავსი მერაპრიაწიები, როგორც ქართულ/ეროვნული, ისე უცხოურ/პოპულარული.

ქალაქის ცენტრი უნდა განთავისუფლდეს მაღალი კორპუსებისგან და დანგრეული სახლებისგან. სანაცვლოდ უნდა ჩადგეს პატარა და ლამაზი სახლები (მაქს. 3 სართული). ყველა სხვა დანარჩენი მოსახლეობა უნდა დაკმაყოფილდეს ბინებით გარეუბნებში (გლდანი, თემქა, ვარკეთილი, სამგორი და ა. შ.).

სასურველია, რომ თსუ და გეპეი გადავიდნენ ასევე ქალაქგარეთ (სადღაც ლისის ტბის მაგვარ ადგილზე). ოღონდ აქ უეჭველი იგულისხმება, რომ ამ უნივერსიტეტებს კამპუსებიც უნდა ჰქონდეთ შესაბამისი.

გარეუბნები ზოგადად უნდა გახდეს საცხოვრებლად ძალიან მიმზიდველი. ეს გაანთავისუფლებს ცენტრს სხვა მიზნებისთვის. ასევე სასურველია, თუ გარკვეული ტიპის ფირმები/კომპანიები/ბიზნესები გადავლენ გარეუბნებში (მაგ. ელიავას ბაზრობა, ოღონდ ცივილიზებული სახით და არა ისე, როგორც ეხლა გამოიყურება). აქვე უნდა იყოს ჰიპერმარკეტები და შოპინგ მოლები.

ვობშემ, მოკლედ რომ ვთქვა, თბილისს აქვს იმის პოტენციალი, რომ გახდეს ევრაზიის ერთ-ერთი ტურისტული ცენტრი. ზემოთ რაც ჩამოვთვალე, ამას გავაკეთებდი მე, საშუალება რომ მქონდეს. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ დეტალებია და რაღაცეები შეიძლება დაემატოს, გამოაკლდეს ან/და შეიცვალოს, მარა იდეა მგონი გასაგებად ჩამოვაყალიბე.


April 23, 2010

ჩემს ერთ-ერთ წინა პოსტში პიზდეცინტელექტუალებზე მოგახსენეთ გაკვრით. ეს ის სასტავია, რაღაც იდეების გულისთვის რო იბრძვიან და ეს იდეები რო იდეაში მიუღწეველია. იდეინი გიჟები, რომლებსაც რაღაც უტოპიების სჯერათ და აქ უნდათ სიცოცხლეში გატარება. ეს ხალხი საჭირო და საინტერესო ხალხია, ამიტო ეს პოსტი მათ ეძღვნებათ.

თვითონ ტერმინი “პიზდეც-ინტელექტუალი” ფორუმზე შეიქმნა. ამით ღაძილა სასტავი აღნიშნავს ტიპებს, რომლებსაც რაღაც ღრმა ფილოსოფიური წიაღსვლები აქვთ ხოლმე ხშირად. საბოლოო ჯამში ტერმინი საკაიფოდ დამკვიდრდა და რაღაც ჯგუფი თავის თავს ეძახის დაჟე, რაც თავისთავად სტრანნი მოვლენაა, მარა კაი, კაჟდომუ სვაიო. ეგ არ არი მნიშვნელოვანი.

ეს ხალხი საინტერესო ხალხია. რაღაცეების ჯერათ, ზეამაღლებული ვეშების. მაგალითად, ნაწილს ამერიკან დრიმი ევასება და იღწვის, რო ჯორჯიან დრიმი შექმნას. ნაწილს კომუნიზმი მიაჩნია ერთადერთ გამოსავლად, ნაწილი ვაბშემც ანარქისტია. საინტერესო ის არი, რო ამ სასტავებს პრაქტიკული მხარე, როგორც ესეთი, არ აინტერესებთ. აესე სხედან და ამბობენ, რო მაგალითად კომუნიზმი არი კარგი ამიტო, ამიტო და ამიტო, მარა როგორ უნდა განხორციელდეს კომუნისტური პრინციპები, გაგებაში არ არიან. პახოდუ, შედეგები კიდიათ. ანუ, მიაჩნიათ, რო ვდრუგ რუსთაველზე რო გეი პარადი ჩატარდეს, ვსიო, ეს უკვე ძაან მაგარია. იმ მომენტს, რო ჩემნაირი ტიპი ვინმე ადგება (და ჩვენ ბევრნი ვართ!) და ძალიან კულტურულად მიუთითებს ამ პარადის ორგანიზატორებს ხერხემლიდან სამხრეთით თითის ჩაყოლების კონცეპტს და ამას უეჭველი გართულება მოყვება, ვაბშე არ უშვებენ. რო უთხრა ადამიანურად, აუხსნა, რო კომუნიზმი (მაგალითად) რაც არ უნდა მაგარი იყოს, განუხორციელებელია, შეიძლება ყელი გამოგჭამოს. ნუ თუ არ გამოგჭამს, შენს რეპუტაციას მის თვალში სამუდამოდ დაენძრა და შენ გადაიქცევი ბნელად, მურთაზად, ჯიგიტად, გრუზინად და ა. შ. (ტერმინები კი აქვთ, იცოცხლე, ოხრად).

მთელ ამ ამბავში სამწუხარო ის კი არ არი, რო ესეთი ტიპები არსებობენ და ბაზრობენ. არა. ეგ რაღაც პონტში მაგარი საჭიროა იმიტო, რო ეგეთი გიჟები არიან ძირითადად პროგრესის მამოძრავებელი ძალა. სამწუხარო ის არი, რო ქართველ პიზდეც-ინტელექტუალებს საკუთარი პრინციპების და რიგ შემთხვევებში, საკუთარი ტრაკის დაცვის ტრაკიც კი არ აქვთ (თვალსაჩინოებისთვის გავიხსენოთ ჰელოვინი და საპატრიარქოსთან დაკაჩავებული საზოგადოება). იმაში, რო ამ ტიპების მოღვაწეობა და იდეები ზოგადად შეიძლება მიმზიდველი იყოს, ყველა ვთანხმდებით, მარა, ჯიგრებო, თქვენი ნააზრევები თუ პრაქტიკული მხარდაჭერით არ შეავსეთ, ამის მერეც ნებისმიერ პროტესტის გამოვლენაზე თავ-პირს დაგამტვრევენ წვერიანი და ანაფორიანი ბიძიები და მერე თქვენს შინაგან ან გარეგან აღშფოთებას, შეშფოთებას და ლიბერალის თამაშს მე დავიკიდებ და ვერც გამამტყუნებთ. ძმაოჯან, თუ მაგარი როჟა ხარ და პრეტენზია გაქვს, რო ჩემზე მეტი იცი და ჩემზე პრადვინუტი ხარ, თავში არ უნდა გიტყაპუნებდნენ (თუ, იასნია, მაჰათმა არ ხარ, განდი. მარა ეგეც ვერ გაქაჩავს იმიტო, რო საქართველოში რო განდი ყოფილიყო, 3-ჯერ მოკლავდნენ ცემაში). საქართველოა ეს, სუსტები არ ევასებათ. საშუალოსტატისტიკური ქართველი არ დაუჯერებს მღვდლის ნაცემ წინამძღოლს და ვერც ვერაფერს ეტყვი.

საჭირო ხალი ხართ თქვენ ზოგადად ქვეყნის განვითარების ამბავში და ამიტო ერთ რამეს გეტყვით: იესოს დროს ისრაელის წინააღმდეგობის ფრონტი ორი შტოსგან შედგებოდა: ლევიტები და ზელოტები. ლევიტები იყვნენ პრაპავედნიკი ტიპები, ე. წ. სულიერი ლიდერები (რაღაც პონტში თქვენნაირები), ზელოტები კიდე – ფიზიკური ძალა, რაღაცით ჰიტლერის სა-ს და სს-ის მსგავსი. ამ ორი ძალის საკაიფო კოორდინაციამ საბოლოოდ გამოიწვია ის, რო ლევიტების იდეოლოგიამ (ან რელიგიამ, როგორც გენებოთ) ნი ტო შტო ისრაელში, იმდროინდელი მსოფლიოს უმეტეს ნაწილში გამანადგურებლად გაიმარჯვა ყველანაირი წინააღმდეგობის მიუხედავად.

დასკვნები თვითონ გამოიტანეთ, ჭკვიანი ხალხი ხართ მაინც.


Nostalgie

April 23, 2010

მე რომ ზოგადად ქართული სუფრა მაგრად მევასება, იცით უმეტესობამ. თან ჰოლანდიამ ჩემში პატრიოტი გააღვიძა. ამიტო ეხლა ვზივარ, აიპოდში “კარკუჩით ჩამაიყვანეს” მაქვს ჩართული და სრულ განცხრომაში გადავწყვიტე, 3 პატარა ამბავი მოგიყვეთ.

რამდენიმე დღის წინ გრონინგენში გახლდით. 7 კაცი შევიკრიბეთ და დასასვენებლად დავგაზეთ ერთ-ერთის დაჩაზე. ვინაიდან ამ 7-დან 4 რუსი იყო და ამათ ქართველებთან ნაქეიფარი ქონდათ, რამდენიმე დღე ეროვნულ მოტივებზე გავატარე: მწვადი, მუსიკა, დალევა, ცეკვა და სიმღერა.

მწვადი, მუსიკა და დალევა კი ბატონო, მარა მე რო არც ცეკვა მეხერხება (ჯერჯერობით) და მითუმეტეს არც სიმღერა (ჯერჯერობით), ეგ ყველამ იცის. საბედნიეროდ, ქვეყანაში მაგ დროისათვის ჩემი მგეობრები იყვნენ ჩამოსულები, მოცეკვავეები და ისინიც, იასნია, დავპატიჟეთ. ისე სერიოზულად ვიგრიალეთ ორი დღე, რო ჩამოსვლის მერე უცხოელები მეტზე არაფერზე ბაზრობენ.

თურქეთში ვიყავით ესე 5-6 წლის წინ დიდი ბანდა, ერთი 30 კაცი. სასტუმროში პირველ დღეს ჩავუსხედით სუფთა ქართულად თავის ყველაფრით. იასნია, მაგრად ვხმაურობდით და ვერთობოდით. საბოლოო ჯამში, ვინც ვინმე გაიჩითა იმ რესტორანში, რა ეროვნებისაც არ უნდა ყოფილიყო, ჩვენთან გადმოჯდა საბოლოოდ. ვინმე რო შემოდიოდა და კითხულობდა, აქ რა ხდებაო, პასუხი ერთი იყო – ტამ გრუზინი გულიაიუტ! ხო ვითომ არაფერი, მარა მაგრად მესიამოვნა ეგ მომენტი.

3 წლის წინ, დეკემბერში, კიევში ვიყავი ჩემს მეგობართან დაბადების დღეზე ჩასული. რესტორანში ვიჯექით 16 გოგო და 3 ბიჭი. აქედან ყანწები ჩავუტანე გოგოებს სუვენირებად (უნდოდათ, თორე ჩემი იდეა არ ყოფილა). იტოგში, პირველი მოიტანეს შამპანური და ვისკი, რაზეც მე კატეგორიული პროტესტი გამოვთქვი. მეთქი, თუ დალევაა, დალევა იყოს. ჩემმა მეგობარმა (ვისი დაბადების დღეც იყო), მე გადმომაბარა სუფრა, რაც გინდა და როგორც გინდა, ისე ქენიო. იქვე შევუკვეთე 6 ბოთლი “ალაზნის ველი” (რომელიც საკმაოდ ძლიერი იყო, მარა ფალსიფიცირებული, რაც ეგრევე ეტყობოდა) და ყანწებით შევბერეთ. საბოლოო ჯამში, სადღაც 7-8 ყანწის შემდეგ ის ორი ბიჭი სადღაც მიესვენა გოგოების ნახევართან ერთად. ამ დროს თბილისიდან დამირეკეს, რო ძმაკაცს ბავშვი შეეძინა და იასნია, მაგას ეგრევე ყანწი მოყვა.

ეგ საღამო ცუდად დამთავრდა. ბოლოს დავრჩით მე და ჩემი მეგობარი, რომელმაც გადაიხადა შოტი და ვიჯექით, ველოდებოდით მე ტაქსს, ის – მამამისს. მაგიდაზე ის შეკვეთილი ვისკი დარჩა და ამან, შენთან წაიღე და ხვალ დავლიოთო. მეთქი ბაზარი არაა. გამოვდივართ რესტორნიდან. ორივე უბედური მთვრალები. მე ხელი მაქვს ამაზე გადახვეული, პალტო მაცვია და პალტოს ჯიბეში ვისკის ბოთლი მიდევს high-class ალკოგოლიკივით. და ბედი ხო გინდა, გამოვედით თუ არა, მამამისი კარებში გაიჩითა და ბოთლიც შეამჩნია ჯიბეში. უნდა აღინიშნოს აქვე, რო მაგის მერე ჩემი და იმ გოგოს მეგობრობა სერიოზულ სპადზე წავიდა.

ეს ამბები ერთმანეთის მიყოლებით გამახსენდა და, შესაბამისად, ჩამოსვლის შემდეგ, მესამე დღის გეგმაც ეგრევე შედგა:

დღეს დავიწყებ მცხეთის სალობიეში საკაიფო სუფრით რამდენიმე ძმაკაცთან ერთად. მანდ შევჭამთ და დავგაზავთ აბანოში პივით და არყით, გასახურებლად. აბანოდან, ისევ მოშიებულები ეგრევე ხინკალზე. მერე არჩევა შეიძლება: ან რესტორანი, ან რამე ჯიგრული დასალევი ზავედენია, რო მუღამი არ დაიკარგოს (ზურნა-დუდუკი სასურველია). და ღამე, რა თქმა უნდა, უნდა დამთავრდეს ჭეშმარიტი ქართული სულისკვეთებით: გალეწილი მთვრალები ნატახტარში. და დამაგვირგვინებელი ფაზა მეორე დილას: ტერემოკის პილმენი გასიებული თავის დასაწყნარებლად.

მაგრად მომენატრა თბილისი.


No more drama!

April 22, 2010

ყველა ზრდასრულმა ადამიანმა ვიცით, რო ჩვენი პიროვნება განისაზღვრება ოჯახით, მეგობრებით და აკრუჟენიით ზოგადად. ჩარჩო იკვრება მოზარდობისას, მერე გადატყდები და ჩარჩოს შევსებაც ნელ-ნელა იწყება. ნუ ეგ ჩემთვის, თორე ზოგიერთები პირდაპირ შევსებული ჩარჩოებით იწყებენ ზრდასრულ ცხოვრებას. მარა მაგ ნაროდზე არაა ეხლა ლაპარაკი: კლინიკური შემთხვევები ცალკე პოსტში.

ესე იგი, ჩემმა გავლილმა ცხოვრებამ სერიოზულ ცინიკოსად ჩამომაყალიბა. ვკაიფობ ყველაზე, ყველაფერზე და ყველგან (ძალიან, ძალიან, ძალიან მცირე გამონაკლისების გარდა). ზოგადად არ მაქვს პრობლემა მაგ მხრივ და დაჟე მეტსაც გეტყვით: ძაანაც მევასება ჩემი ცხოვრებისადმი მიდგომა. ცხადია, რო თვითკმაყოფილი იდიოტის ბაზარს გავს ეხლა ეს ყველაფერი, მარა ვინც მიცნობთ, იცით და ვინც არ მიცნობთ, გაიგებთ, რო ძალიან დამსახურებულად ვარ თვითკმაყოფილი და კიდევ უფრო დამსახურებულად – იდიოტი.

მარა ეგ არ არი მთავარი. მთავარი სხვა რამეა. ჩემი ყველაზე სერიოზული საკაიფო თემა ცხოვრების განმავლობაში იყო, არის და მუდამ იქნება დრამა. მთელი ეს საპნის ოპერის ბაზრები, წიპა მიყვარხარ, ვუყვარვარ, დამენძრა, ვერ ველაპარაკები, ეს ის არაა, შენ რაც გგონია და ა. შ. მიუხედავად ამისა, ბევრჯერ შევეჯახე ცხოვრებაში ამას. ძირითადად შეყვარებულებთან, მარა occasionally მეგობრებთანაც. ეს მოკლე შეხვედრები წარმატებით გადაიჭრა. უმეტესად ღადაობით, ხანდახან კიდე არაკომფორტული ურთიერთობის დასრულებით ადგილზე, მარა გადაიჭრა და დანარჩენი არ მაინტერესებს.

რაღაც პერიოდის მერე მივაღწიე ჩემი ცხოვრების პირველ მორალურ illumination-ს: ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი ზუსტად ის დრამაა, რაზეც მთელი ცხოვრება ვღადაობდი. აი, ქალების სერიალებში რო დვიჟენიებია ხოლმე, რაღაც სიყვარულები და არგამოსვლები და განცდები და ერთი ამბავი, მაგ პონტში გავიჩითე. თან ისე კი არ გავიჩითე, უცბად და მოულოდნელად, არა. დაჟე მე თვითონ შევქმენი ის პონტი, რა პონტზეც სხვებს ვეღადავებოდი. ცალკე თემაა, რო სულ ჰა-ჰა ორმა ადამიანმა იცის ეს დვიჟენია და შესაბამისად, რეპუტაცია შემენახა, მარა მაინც.

დამპალი რამეა ეს დრამა. ერთხელ თუ გაები, დაგენძრა. იმენნა ვეღარ გამოდიხარ და სისულეებს აკეთებ ამის ფონზე. თან ყველაფერს ეხება ცხოვრებაში და ზოგადად საფუძვლიანად გირხევს, რასაც საბოლოო ჯამში რაღაც დასკვნებამდე მიყავხარ, სადაც ხვდები, რო მაგარი ბანძი ვინმე ხარ. საბედნიეროდ, ეგ მე არ მომსვლია რამდენიმე მიზეზის გამო. ჯერ ერთი იმიტო, რო ჩემი დამპალი ჩვევები საფუძვლიანად მიცავენ ამისგან და მეორე – მევასება ჩემი თავი და რა გინდა რო ქნა?

მოკლედ, აზრზე მოსვლის შემდეგ დავადგინე, რო ვდგავარ სერიოზული დილემის წინაშე: ან უნდა შეიცვალოს ჩემი ცხოვრებისადმი მიდგომა ზოგადად იმიტო, რო ქმედუუნაროა არსებული გარემოებების გათვალისწინებით, ან უნდა მივაწვე პირველ ჩვენებას. ხოდა აქვე დაისვა კითხვა: რომელ გზას მივყავარ ტაძრამდე?

პასუხიც მალევე გაიცა: no more drama! მიუხედავად იმისა, რო რაც მოხდა, მოხდა და აწი მაგას ვეღარაფერი შეცვლის, სერიოზული დასკვნების საფუძველიც მომეცა. დაჟე რო ვწერ ვაბშე რამეზე, ეგეც მაგის ამბავია, მარა ეგ იქით იყოს. აქამდე დედამიწის 90% მეკიდა, 9%-ს ბეზაბიდნად ვეღადავებოდი და 1% მევასებოდა. ეხლა ეგ საატნაშენია ცოტა შეიცვალა: 99% მკიდია, 1% მევასება და ეგრეც უნდა იყოს. მთელი ეს სიტუაციები არი დიიიდი მარაზმი. სიცოცხლე ზედმეტად მოკლეა იმისთვის, რო ვიღაც ტიპის გამო გასუქდე. ან ღამე გაატარო ბალიშში თავჩარგულმა. ან დეპრესია დაგემართოს (თუმცა ეს ცოტა სხვა პონტია იმიტო, რო დეპრესიულობა მგონი მოდაშია და მე არ მეუბნებიან).

კაცობრიობამ გააზვიადა, წინა პლანზე დააყენა და გაართულა ისეთი რამეები, რაც იდეაში მოცემულობა უნდა იყოს. კერძოდ: ყველანაირი ურთიერთობა, ზოგადად რო შევხედოთ, არი ძალიან მარტივი რამე. ან გევასება ადამიანი და გაქვს ურთიერთობა, ან არ გევასება და არ გაქვს ურთიერთობა. ვსიო. თუ არ გევასება, ხო ძალიან კარგი. დაამთავრე და გადადი შემდეგზე. თუ გევასება კიდე და თუ იმასაც ევასები, იასნია, დააყენე ურთიერთობა იმ დონეზე, რა დონეზეც ორივეს გისწორდებათ და მორჩი პესნიას. ყველა ბედნიერია. მარა არა, ეგრე მარტივად რატო უნდა გვინდოდეს რამე, ზარმაცები კი არ ვართ. მერე რა, რო მთელი ჩვენი ცხოვრება იმაზე ვფიქრობთ, როგორ არ გავინძრეთ და ყველაფერი გვქონდეს? ეს სხვა რამეა. აბა რა მუღამი აქვს ცხოვრებას, თუ შეყვარებულმა რამე იდიოტიზმი არ ქნა მარტო იმიტო, რო ეგრე გაუსწორდა?

იტოგში, ძაან რო გვიხარია ევოლუციის მაღალ საფეხურზე ყოფნა და ავოე, მაგრად ასწორებს სამყაროში დომინირება და ამბავი, ფაქტი ისაა, რო ავადმყოფურად ვცხოვრობთ. ხელოვნების დონეზე გვყავს აყვანილი საკუთარი თავის განადგურების ტექნოლოგიები (როგორც ფიზიკური, ესე მორალური). და თან ეს ყველაფერი იმის ფონზე, რო პა-ბალშომუ შოტუ, ყველა ეგოცენტრიკები თუ არა, მინიმუმ ეგოისტები ვართ და მთელი ეს სერიალური დვიჟენიები საკუთარ თავს მოვუგონეთ იმიტო, რო რაღაცით ცხოველებისგან განსხვავება გვინდა. და იასნია, რო lifestyle იდეალურია ამისთვის, თორე აბა ტექნოლოგიურ განვითარებაში ხო არ შევეჯიბრებით, სად შეუძლიათ მაგდენი ჰეჰეჰ.

P.S. დლია ასობა ადარიონნიხ: ამ პოსტში ნუ მოძებნით შეთქმულების თეორიას და დამალულ მნიშვნელობებს. წაიკითხეთ ისე, როგორც წერია და რასაც ვგულისხმობ და ნუ გამოიტანთ იდიოტურ დასკვნებს, თორე მერე ისევ ჩემი დასაცინი უნდა გახდეთ და რატო, თორე კი.


Hup Holland!!!

April 22, 2010

8-თვიანი შემოქმედებითი კრიზისის შემდეგ მე მოვედი. ვინაიდან და რადგანაც ამდენი დრო გავიდა, შესაბამისად ცვლილებები უნდა მოგახსენოთ. ცვლილებები კიდე ოხრად იყო. თუმცა თანმიმდევრობით მივყვები, თორე ესე მაგარი იდიოტიზმი გამოვა.

ეხლა რა ხდება: ამ დროის განმავლობაში ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ ჰოლანდიაში. კერძოდ ჰააგაში, დედოფალ ბეატრიქსთან ერთად. კარგი ქალია დედოფალი. ოქროს ეტლით მოძრაობს სამსახურში, ხალხი ტაშს უკრავს გზაში და ვაბშე სიტკბოშია. პრობლემა არა აქვს არაფერი. თუმცა რა, მეც არ მაქვს ეგრე პრობლემა არაფერი და ზოგადადაც მაგარი როჟა ვარ ბეოსავით, მარა იმას ოქროს ეტლი ყავს, მე კიდე ტრამვაით დავდივარ, მაგის დედაც.

ზოგადად ჰოლანდია ასწორებს. საკეთებელი ბევრია, ქვეყანა კიდე – პატარა, რაც იმას ნიშნავს, რო სადმე გრონინგენში რამე რო ხდებოდეს, უპრობლემოდ ჩავდივარ და ჩამოვდივარ. თუმცა რა გრონინგენი, ბელგიაში რო რამე ხდებოდეს, ერთ საათში იქ ვარ. ეს კარგია.

საინტერესო ფაქტი ისაა, რო ჩვენ რო გვგონია, ქართველებს, რო ლიჟბი ევროპაში ჩავიდე და იქ სამოთხე დამხვდება, ეგრე მარტივად არ არი საქმე. არ მინდა მასების ილუზიების დამსხვრევა, მარა ფაქტი ფაქტად რჩება: არც ისე წვიმს, როგორც ქუხსო, ძველმა ბერძნებმა თქვეს.

ვინც გაიგო, ქართველმა, რო ჰოლანდიაში ვცხოვრობ, ეგრევე დაასკვნეს, რო აქაურობა მიაქვს ნაშებს, რომლებიც ელოდებიან კაი ჯიგიტ, მსმელ, მოქეიფე, დამრტყმელ ბიჭებს (ოღონდ რომლებსაც პახოდუ ფართი-ები (მეზიზღება ეს სიტყვა) ევასებათ და აზრზე არიან, ვინ არი დიჯეი ტიესტო და არმინ ვან ბუურენი). ამას გარდა, დაისკვნა, რო აქ მცხოვრებ კაცს (ხაზგასმით, კაცს!) მეტი აღარაფერი აღარ უნდა პო ჟიზნი იმიტო, რო unlimited მოსაწევი, სექსი და გართობა აქვს. საინტერესო მიდგომაა საკითხისადმი, ვერაფერს იტყვი.

სიმართლე კიდე პრეძელნად მარტივია: ჰოლანდია ზუსტად ისეთივე ქვეყანაა, როგორიც საქართველო. ანუ, იასნია, რო ესენი წინ არიან განვითარების ამბავში, მარა მუღამი ერთი და იგივეა აბსოლუტურად. ჰოლანდიას აქვს ბევრი მოსაწევი და ყავს ბევრი პროსტიტუტკა (ნუ, ოხრად გეები და occasional გეი პარადებიც, მარა ეგ დავბლოკე გონებაში წარმატებულად. ამ საკითხშიც წინსვლა მაქვს ისე: გეებს ვეძახი პიდარასტების მაგივრად და დაჟე რამდენიმეს ვიცნობ კიდეც და არ მიჩხუბია.მოსალოცი ამბავია ფაქტიურად). საქართველოს აქვს რესტორნები, გიტარა და ჩქარი ტაში. ეს ისე, უხეშად რო შევადაროთ.

განსხვავება ამ ორ ქვეყანას და მათში არსებულ მოსახლეობას შორის არის, იასნია, მარა არა ისეთი, როგორიც ქართველების 90%-ს გონია. განვიხილავ ამ თემას, ოღონდ ნელ-ნელა და პასწეპენნად (რუსები კიდე არ გასულან, ტაკ შტო რუსული ალფავიტის მიმართ პროტესტი კვლავ ძალაშია) დავიწყებ ქალებით, იასნია. ჩემი თაობისთვის კიდე მტკივნეულია ეგ თემა და რას იზამ.

რამდენ თქვენგანს გიწუწუნიათ იმაზე, რო სექსს ვერ იღებთ? და რამდენ თქვენგანს გიწუწუნიათ იმაზე, რო ქალები თავს იფასებენ უაზროდ? დამიჯერეთ, ბრატცი, ჰოლანდიელი ქალი რო თავს იფასებს, ეგრე ქართველი თავს ვერ დაიფასებს ვერასდროს. თავის დაფასებას რო შეეშვა, ზოგადად მაგარი სტრანნები არიან ჩემი გაგებით (რას იზავ, ჰოლანდიამაც კი ვერ ჩაკლა მამლუქი ჩემში). იარკი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო პირადი ცხოვრებიდან: ტიპშა წავიყვანე date-ზე. არაფერი განსაკუთრებული – სადილი, კინო, რომანტიული სეირნობა და ამბავი. ყველაფერი მე გადავიხადე, იასნია. სახლში მივიყვანე და როგორც ჭეშმარიტმა ჯენტლმენმა, დავტოვე ტერიტორია შემდეგი date-ს მოლოდინში. შემდეგი კიდე არ მოხდა. მიზეზი იყო მაგარი: შენ რომ ყველაფერი გადაიხადე, ამით მიანიშნე, რომ შენ ჩემზე უპირატესი (superior რა, ვერ ვთარგმნი სწორად) ხარ, მე კიდევ ამას ვერ ავიტან ურთიერთობაში. ალბათ საჭირო არაა იმის დამატება, რო ამ გოგოს ნომერი სასწრაფოდ წაიშალა ჩემი ტელეფონიდან.

ამ ფაქტის მერე პატარა კვლევა ჩავატარე პირადი ინტერესებისათვის და საინტერესო რამეები აღმოჩნდა: ჰოლანდიელი ქალების 80% მახინჯია. ოღონდ ისეთი მახინჯი კი არა, ქართველებივით, პერსპექტივა რო გააჩნიათ მაინც, ულვაშების მიუხედავად, არა. ცვეტში მახინჯები. როგორ არსებობს ეს ერი დღემდე, ჩემამდე არ დადის. იმდენი გენია ერთმანეთში არეული (თეთრი, შავი, მწვანე, ყვითელი და ა. შ.), რო კატასტროფა მიიღეს ბოლოში. ამ მახინჯებს საკუთარ თავზე ისეთი წარმოდგენა აქვთ, რო ბეოს სულელი დედაცო, ესე ამბობენ, ჩვენ ვართ ძაან მაგრებიო. და ეს ყველაფერი ფრანგების, გერმანელების და ბულგარელების ფონზე, რომლებიც ადამიანები არიან და ნორმალურად აღიქვავენ სამყაროს (რო გადავთარგმნოთ: იდიოტური “დამოუკიდებლური” ზამაშკები არ აწუხებთ. აკეთებენ იმას, რაც უნდათ და ვისთან ერთადაც უნდათ. ამას გარდა, გამოიყურებიან მაქსიმალურად კარგად და აღელვებთ ეგ საკითხი, ჰოლანდიელებისგან განსხვავებით). საშუალოსტატისტიკურ ჰოლანდიელი ქალი უფრო საიმედო კაცია, ვიდრე ჰოლანდიელი კაცი. ესეთი ქალიშვილი კაცები მსოფლიოში მეტი არ არიან.

იასნია, რო გამონაკლისები არის სადღაც 10-20%-ის ფარგლებში.

ასე რომ, ჯიგრებო, თუ მაინცდამაინც ჰოლანდიაში გინდათ ჩამოსვლა ლიბიდოს დასაკმაყოფილებლად, ორი ვარიანტი გაქვთ: ან ინადირეთ ტურისტებზე და უცხოელ სტუდენტებზე, ან ჩაიდეთ დიდი მაყუთი ჯიბეში, წადით წითელი ფარნების ბულვარზე და … ნუ დანარჩენი იცით (იმედია).

ზატო გოგოებისთვის მართლა სამოთხეა მაგ მხრივ. თქვენ რო გევასებათ, ისეთ კაცებს მიაქვთ აქაურობა: მაღლები, ათლეტურები, სიმპატიურები, წარმატებულები და რამე. მერე რა, რო ცოტას წაუქალიშვილებენ. თქვენი attitude-ისთვის იმენნა მისწრებაა პადკაბლუჩნიკი. თან არავინ არ გაგიხურებთ სექსუალურ deviation-ებზე, რაზვრატი იცოცხლე, კია ოხრად.


Dude, where’s my pride?

August 25, 2009

მიუხედავად იმისა, რომ დიდად მორწმუნე ვერ ვარ, თანდათანობით ვხვდები, რატოა ბიბლია ძაან მაგარი წიგნი და რატო გახდა ის ასეთი პოპულარული: იმიტომ, რომ მასში ასახულია თითქმის ყველაფერი ის, რაც ადამიანს შეიძლება მოუვიდეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ფარისევლობაზე შევჩერდეთ.

ყველა ადამიანს რომ ცხოვრების რაღაც ეტაპზე უწევს ფარისევლობა, ეს ისედაც ცხადია და რაღაც პონტში ნორმალურია კიდეც. ამ დედაბნელ ქვეყანაზე სხვანაირად ნაკლებად გამოდის. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც შესული როლიდან ვერაფრით ვერ გამოდიან და საბოლოო ჯამში თვითონაც კი ვერ ხვდებიან, რამდენად სასაცილოა ეს ყველაფერი.

ლაპარაკია მათზე, ვინც ცხოვრებისეულ პრინციპებს ნასკებივით იცვლის რამდენიმე ხანში ერთხელ. ნუ აი როგორ შეიძლება გჯეროდეს ადამიანის, რომელიც, მაგალითად 5 წელი ტვინს გიბურღავდა ლიბერალური ფასეულობებით და ამბებით და შესაბამის სასტავში ჩავარდნის მერე და გარკვეული ვიგოდის მისაღებად გეუბნება, რომ შენ თუ ამ ყველაფრის გჯეროდა და მიიღე, მაშინ დეგენერატი ხარ (ეს ისე, უხეშად, რა თქმა უნდა). ფსიქოლოგებს ამაზე თავისი პასუხი აქვთ (იასნია, მაგათ ყველაფერზე თავისი პასუხი აქვთ): წიპა, მუდმივი ძიება, ჭეშმარიტება და ამბავი. მე რომ მკითხო, ეგ პროსტა უნებისყოფობა, უთავმოყვარეობა და იდიოტიზმია.

რამდენს წავაწყდი უკვე ეგეთს. ხალხი მზად იყო, რომ თავისი აზრის დასამტკიცებლად შუბლი გაეხვრიტა შენთვის და ეხლა თვითონვე უარყოფს იმას, რასაც ამდენი დრო, ენერგია და ნერვები შეალია. მარტივია ეს დედააფეთქებული რა. შენ თუ დარწმუნებული არ ხარ რამეში, მოდი რა, დააყენე, შენც ნუ იშლი ნერვებს და სხვებსაც ნუ უშლი. გაერკვიე შენს თავში და მერე დაიწყე ტვინის ბურღვა. ან მერეც ნუ დაიწყებ. გაერკვიე? გაგიმარჯოს. ბნელებს შეგვეშვი რა.

მე რა, მთელი ცხოვრება ვკაიფობდი ეგეთ ტიპებზე და დარჩენილი ცხოვრებაც ვიკაიფებ. ისევ თქვენთვის ვამბობ, ნუ გახდებით ჩემი და ჩემნაირების დასაცინი. თავმოყვარეობის ამბავია ელემენტარულად.

P.S. გერმანულის კლავიატურის შემქმნელის ახლობლებს ჩემგან მხურვალე სალამი შუბლზე კოცნით.