ესე იგი, წინა პოსტმა საინტერესო დისკუსიები გამოიწვია როგორც აქ, ისე მეილზე. ძირითადი განსახილველი საკითხი საგარეო პოლიტიკა აღმოჩნდა და გადავწყვიტე, ამ პოსტში ჩამოვაყალიბო, მე როგორ ვხედავ ამ საკითხს.

აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მე ამ საქმის სპეციალისტი არ ვარ და პრეტენზიაც არ მაქვს. რასაც დავწერ, ჩემი ნაფიქრია და თუ ვცდები, მითხარით.

ტაკს, წავედით: საგარეო პოლიტიკას რამდენიმე მიმართულება აქვს ჩვენს შემთხვევაში. ამერიკელებთან და ევროპელებთან საქმის კეთება შედარებით ადვილია. სანამ ჩვენს ტერიტორიაზე მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტრუბები არსებობს და დემოკრატიის პრინციპებს ვინარჩუნებთ მათ დასანახად, ტვინს არ გაგვიბურღავენ. ჰა-ჰა, მაქსიმუმ, კონფლიქტურ რეგიონებზე დაგვატორმუზონ, მარა ამ ეტაპზე სხვა პრასვეტი მაინც არ გვაქვს. თან რაც დრო გადის, მით უფრო დამოკიდებული ხდებიან ევროპელები ჩვენზე, რაც თავისთავად კარგია. საჭირო მომენტში დაჟე რუსეთის მსგავსი პოზიციის დაჭერაც შეიძლება (ანუ პოლიტიკურ მხარდაჭერაზე ზემოქმედება ტრუბების საშუალებით).

ჩვენი მთავარი პრობლემა არის რუსეთი. ეხლა რა ხდება: რუსეთს ვ დანნი მომენტ რამდენიმე დასაყრდენი აქვს სიტუაციის არევისათვის ქვეყანაში. ესენია: 1. ღია პოლიტიკური განცხადებები და სანქციები (მაგ. ბაზრის დაკეტვა, საჰაერო სივრცის დაკეტვა და ა. შ.).  2. მეხუთე კოლონა ქვეყნის შიგნით 3. მაგათი სამხედრო ბაზები მთელი საქართველოს გარშემო. 1-ს და 3-ს ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ ვუზამთ, მაგრამ მეორე პრობლემა აუცილებლად უნდა გადაიჭრას და რაც შეიძლება მალე.

ამას მე ასე ვხედავ: უნდა დაიჭირონ ყველა, ვინც ატარებს რუსულ ინტერესებს საქართველოში. ოღონდ ეს უნდა მოხდეს უცბად, სანამ ევროპა აყვირდება ადამიანის უფლებების დაცვაზე (თუმცა, ეჭვი მეპარება, მონდომების შემთხვევაში საკაიფო საქმეები ვერ შეიკეროს თითოეულ მათგანზე). ამით რუსეთს ერთ სავაჭრო თემას მოუსპობ. ამას გარდა, სამხედრო ჩარევის თავიდან აცილება შეიძლება ტრუბებით და ტურისტებით. რუსეთის გამო რომ საქართველოში ერთი უცხოელი მოქალაქე დაიღუპოს ან რომელიმე ტრუბას რამე მოუვიდეს, არ აპატიებენ, შანსი არ არის. თან, არაოფიციალურად უნდა შევთანხმდეთ რუსეთთან, რომ ნატოს ვიკიდებთ და ვჩალიჩობთ მარტო ევროკავშირზე (ამ ეტაპზე ნატო რამდენად გვაწყობს, კაცმა არ იცის. თუ გავწევრიანდით, ტერიტორიებს ვეღარასდროს ვეღარ დავიბრუნებთ). კიდევ, მაგალითად, შეიძლება არაოფიციალური შეთანხმება იმაზე, რომ კონფლიქტურ რეგიონებში ტვინს არ გავუბურღავთ, თუ ისინი შიდა პოლიტიკაში არ ჩაერევიან. იტოგში, რუსებთან საქმის კეთება შეიძლება იმაზე ადვილი აღმოჩნდეს, ვიდრე ჩვენ გვგონია, მიდგომა უნდა სწორი. ეს არანაირად არ ნიშნავს რუსულ ორბიტაზე დაბრუნებას ოღონდ. ვიმეორებ: მთელი ეს სქემა დროის მოგების მომენტია და მეტი არაფერი იქამდე, სანამ იმის თავი და პოლიტიკური ვითარება არ გვექნება, რომ სამხედრო გზით დავიბრუნოთ დასაბრუნებელი.

რუსებთან მიმართებაში შეიძლება ასევე სომხების გამოყენება, რომლებიც საკმაოდ არიან ჩვენზე დამოკიდებული, სომხური ლობი კი მაგარი ძლიერია რუსეთში ებრაელებთან ერთად. შესაბამისად, თუ შეაშინებ სომხეთს, რუსეთი რაღაცეებს დაგითმობს მაგათი ხათრით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სომხეთზე ზემოქმედებისათვის უეჭველად უნდა გადაიჭრას ჯავახეთის სიტუაცია. მე მანდ თურქ მესხებს ჩავასახლებდი, როგორც ადრეც აპირებდნენ, მარა მერე შეწყდა რატომღაც პროცესი.

ვინაიდან და რადგანაც ნატო უნდა დავიკიდოთ პა-ლუბომუ (რომც არ დავიკიდოთ, არ გვიღებენ და ჰა), საჭიროა რაღაც დასაყრდენი გვქონდეს კიდე, რეალური, თორე ამათი აღშფოთება/დაგმობებით შორს ვერ გავფრინდებით. მე ვფიქრობ, რომ მთავარი კონცენტრაცია უნდა მოხდეს თურქეთთან და აზერბაიჯანთან დაახლოებაზე. თურქეთს ევროკავშირში არასდროს არ მიიღებენ და ამის ფონზე მალე ალბათ ნატოდანაც გამოვა, რაც ნიშნავს კიდევ ერთ ძალიან სერიოზულ დამოუკიდებელ იგროკს მსოფლიო გეოპოლიტიკაში. თურქეთი და აზერბაიჯანი ბუნებრივი მოკავშირეები არიან ერთმანეთის და ორივეს გააჩნია ინტერესები რეგიონში. თან მაგათი ინტერესები არ მგონია, რომ ჩვენსას ეწინააღმდეგებოდეს რამეში. მე ვფიქრობ, რომ მანდ შეიძლება მუშაობა სამხედრო ალიანსზე, რომელიც პერსპექტივაში მიმართული იქნება სომხეთის და ჩვენი კონფლიქტური რეგიონების წინააღმდეგ.

და ბოლოს: ცალსახად გამორიცხულია რომელიმე ჩვენი დაკარგული ტერიტორიის დაკიდება. მთელი პატრიოტული და ამაყი ბაილამუტი რომ გვერდზე გადავდოთ, ორივე რეგიონი ზემნიშვნელოვანი ჩვენთვის. სამაჩაბლო ვეჩნი კრაზანების ბუდე იქნება და ტვინის ბურღვას არ მოეშვებიან ეგენი. აფხაზეთს კიდევ უდიდესი ტურისტული პოტენციალი გააჩნია, რაც ჩვენს შემთხვევაში ძალიან ძალიან მნიშვნელოვანია.

Advertisements

2 Responses to

  1. Nicole says:

    ახლახან აღმოვაჩინე, რომ “8-თვიანი შემოქმედებითი კრიზისის მერე” დაბრუნდი და ძალიან გამიხარდა. 🙂

  2. LiLaC says:

    giorgi khubulurma momaswavla sheni blogi, hoda, dges chavujeki da momewona 😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: